ქაიდამი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ქაიდამის მდებარეობა
რეგიონის პეიზაჟი
Tsaidam2.jpg

ქაიდამიუდაბნოს ტიპის ჰიპერ-მშრალი რეგიონი დასავლეთ ჩინეთში, ცინხაის პროვინციაში. მისი ფართობი დაახლოებით 120,000 კმ²-ს შეადგენს. მდებარეობს ზღვის დონიდან 2 600 - 3 300 მეტრზე, ტიბეტის ზეგანის ჩრდილო-აღმოსავლეთ კალთებზე. ამ ტერიტორიაზე წარმოდგენილია მრავალი ტბა.

რეგიონში კლიმატი კონტინენტურია, საკმაოდ გრძელი და ცივი ზამთრითა და ქვიშის ქარიანი გაზაფხულით. უდაბნოს ზოგიერთი ნაწილი ჩინეთის ყველაზე მშრალ ადგილს წარმოადგენს და ნალექების საშუალო წლიური რაოდენობა 40 მმ-ს შეადგენს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

კოორდინატები: 37°16′ ჩ. გ. 94°27′ ა. გ. / 37.267° ჩ. გ. 94.450° ა. გ. / 37.267; 94.450