ფხენიანის მეტროპოლიტენი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ფხენიანის მეტროპოლიტენი
ინფორმაცია
ქვეყანა ჩრდილოკორეის დროშა ჩრდილოკორეა
ქალაქი ფხენიანი
გახსნის თარიღი 6 სექტემბერი 1973 წ.
ხაზის სიგრძე 22,5 კმ.
სადგურთა რაოდენობა 16 (+1 დახურული)
ხაზთა რაოდენობა 2
მგზავრები დღეში
მგზავრები წელიწადში
ხაზების სქემა
Metro Pyongyang.png

ფხენიანის მეტროპოლიტენი (კორ 평양 지하철) — ჩრდილოკორეის დედაქალაქ ფხენიანის მეტროსისტემა. მეტროპოლიტენი 1973 წლის 6 სექტემბერს გაიხსნა და კორეის ნახევარკუნძულზე პირველ მეტროდ შეიძლება ჩაითვალოს (რამდენადაც სამხრეთ კორეის დედაქალაქ სეულში მეტროპოლიტენი მომდევნო 1974 წელს გაიხსნა). მეტროს ორი ხაზი აქვს 22,5 კმ სიგრძეზე. 17-დან ერთ-ერთი სადგური, რომელიც კიმ ირ სენის მავზოლეუმთან ამოდიოდა, (მავზოლეუმის გახსნის შემდეგ) დაიხურა.

ისტორია[რედაქტირება]

ფხენიანის მეტროპოლიტენის მშენებლობა 1968 წელს დაიწყო. მდინარე ტედონგანის ქვეშ ხაზის გაყვანისას ძლიერი ავარია მოხდა; ზოგიერთი მონაცემებით, ასზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ტრასის ეს ნაწილი მას მერე აღარც დაუსრულებიათ, დღეისათვის მთელი მეტროქსელი მდინარის მარჯვენა ნაპირზეა განლაგებული.

სადგურები[რედაქტირება]

მსოფლიოში ყველაზე ღრმად მეტროპოლიტენი (სიღრმე 20—100 მ) სამხედრო მოსაზრებებით აშენდა. ფხენიანის მეტროპოლიტენის თავისებურებად სადგურის დამრეცი შესასვლელის არა ჭაღებით ან ვერტიკალური სანათებით განათება, არამედ ბალუსტრადის მნათი ნაწილებით განათება მიიჩნევა.

არც ერთი სადგური სახელწოდებას ადგილმდებარეობიდან გამომდინარე არ ატარებს (ერთადერთია ამმხრიც მსოფლიოში), არამედ ამა თუ იმ დღესასწაულის და ჩუჩხეს ძირითადი პრინციპების დასახელებებს ატარებს. სადგურები მარმარილოს, ბარელიეფების და მოზაიკის გამოყენებით არის გაფორმებული სოციალისტური რეალიზმის სულისკვეთებით, არასტანდარტული განათება კი მოსკოვის სტალინისდროინდელი მეტროსადგურების მსგავსად არის გაკეთებული.

მგზავრობის ღირებულება[რედაქტირება]

ფხენიანის მეტრო - მსოფლიოში ყველაზე იაფია, მგზავრობა 5 ჩრდილოკორეული მიუანია ღირს, რაც დაახლოებით 5 თეთრის ტოლფასია ქართული ფულადი ექვივალენტით. ამასთან, ეს საფასური ხელმისაწვდომია თუ არა ჩრდილოკორეის ნებისმიერ მოქალაქისთვის, უცნობია.

თავისებურება[რედაქტირება]

ფხენიანის მეტროპოლიტენის ესკალატორი, რომელიც ბალუსტრადების მნათი ნაწილებიდან წამოსული შუქით ნათდება

ფხენიანში ექსკურსიის დროს უცხოელებს მხოლოდ ორ სადგურს — „ენგვანს“ და „ფუჰინს“ უჩვენებენ, სვხა სადგურების დათვალირებეა კი პრაქტიკულად შეუძლებელია.

ხაზები[რედაქტირება]

სადგური ქართულად გადაჯდომა
#1 ჩოლიმას ხაზი
Pulgunbyol წითელი ვარსკვლავი
Chonu კომრადი #2 Chonsung
Kaeson ტრიუმფული დაბრუნება
Tongil ერთობა
Sungni გამარჯვება
Ponghwa შუქურა
Yonggwang დიდება
Puhung გამოცოცხლება
#2 ჰიოქსნის ხაზი
Kwangbok აღორძინება
Konguk ერის ფონდი
Hwaggumbol ოქროს ნიადაგი
Konsol შენება
Hyoksin განახლება
Chonsung ტრიუმფი #1 Chonu
Samhung სამი ბუმი
Kwangmyong ნათება
Rakwon სამოთხე

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

მეტროპოლიტენების სია

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]