ფხელშე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სოფელი
ფხელშე

სოფელ ფხელშეს ხედი
ჯაბა ლაბაძის ფოტო
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე მცხეთა-მთიანეთის მხარე
მუნიციპალიტეტი ყაზბეგის მუნიციპალიტეტი
თემი გორისციხე
კოორდინატები 42°36′03″ ჩ. გ. 44°33′45″ ა. გ. / 42.60083° ჩ. გ. 44.56250° ა. გ. / 42.60083; 44.56250
ცენტრის სიმაღლე 1940
მოსახლეობა 167[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 100 %
სასაათო სარტყელი UTC+4
ფხელშე — საქართველო
ფხელშე
ფხელშე — მცხეთა-მთიანეთის მხარე
ფხელშე
ფხელშე — ყაზბეგის მუნიციპალიტეტი
ფხელშე

ფხელშესოფელი საქართველოში, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში (გორისციხის თემი), მდებარეობს მდინარე თერგის მარცხენა ნაპირზე. ზღვის დონიდან 1940 მეტრი, სტეფანწმინდიდან 12 კილომეტრი. სოფლის მახლობლად ერთ-ერთ მთაზე, სადაც ფხელშეს მოსახლეობა სახალხო დღესასწაულ მამაწმინდობას აღნიშნავს, 2012 წელს ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოაჩინეს უძველესი ტაძრის ნაშთები, ქვის ჯვარი და სხვა საეკლესიო ნივთები.

ეტიმოლოგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გადმოცემის თანახმად კავთისხეველ ელიოზს და მის ძმას საკუთარი სოფლიდან წასვლა მოუწიათ. წასვლის წინ ძმებს დედამ ქადა გამოუცხო და მის ნაჭრევზე ჯვარი ჩაუდო, გზა დაულოცა და სოფლიდან გამოისტუმრა. წამოსული ძმები სოფელ ვარდისუბნის მახლობლად გამოქვაბულში დასახლებულან. გამოქვაბულში მყოფმა ელიოზმა გადაწყვიტა ბინა დაედო ადგილზე, რომელიც „ფხას გავდა“. სოფელ ფხელშეს მცხოვრებთა თქმით, სწორედ აქედან მკვიდრდება ტოპონიმი „ფხელშე“.

კვირეღვთისშვილის ხატი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სოფლის სამხრეთით, კლდეზე, ძველ კოშკში მოთავსებულია ე.წ. ქალების ხატი. კოშკი ფიქალის მშრალი წყობითაა აშენებული. 1966 წლისთვის ის უკვე დანგრეული იყო. სალოცავი წარმოადგენს სხვადასხვა დონეზე მდებარე ორ ნაგებობას. ქვედა ზედას ებჯინება აღმოსავლეთის კედელზე და მართკუთხა ზომისაა. ქვედა ნაგებობის აღმოსავლეთ კედელი ინტერიერში წრიული ფორმისაა. ასევე წრიულია ზედა ნაგებობის ჩრდილო-დასავლეთ კედელი. სალოცავს შემოვლებული აქვს ბაზალტის ქვის გალავანი.

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 167 კაცი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
1926[2] 166 79 87
2002[3] 184 87 97
2014[1] 167 79 88

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 27 ივლისი 2016.
  2. სერგი მაკალათია, „ხევი“, ტფილისი, სახელმწიფო სასწავლო-პედაგოგიური გამომცემლობა, 1934 წ., გვ. 19.
  3. საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II