ფუჯის მთა

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ქვემორე სტატიაში იაპონური სახელების ქართული მართლწერის შესაბამისად გადმოტანისას კრიტერიუმი იყო არა ტრანსკრიბირების რუსული ტრადიცია, არამედ რომაჯი ( ローマ字 ). აღნიშნული რუსული ტრადიციის მიხედვით უნდა ეწეროს ფუი და არა ფუი.)
ფუჯი
富士山
FujiSunriseKawaguchiko2025WP.jpg
მთა ფუჯი განთიადზე ტბა კავაგუჩიდან
კოორდინატები: 35°22′00″ ჩ. გ. 138°44′00″ ა. გ. / 
სიმაღლე

3.776 მ

მდებარეობა

ჰონსიუ, იაპონია

ტიპი

სტრატოვულკანი (მძინარე)

ბოლო ამოფრქვევა

1707

პირველი ასვლა

663 უცნობი მღვდელი

ფუჯის მთა მდებარეობა იაპონია

Mountain sign.svg


მთა ფუჯი (იაპ. 富士山 [ɸɯʥisaɴ]) არის ყველაზე მაღალი მთა იაპონიაში. ზღვის დონიდან მისი სიმაღლე 3776 მეტრია და მდებარეობს ქვეყნის მთავარ კუნძულ ჰონსიუზე (რომაჯით [Honshū] ჰონშუ ) ტოკიოს ჩრდილოეთით, იამანაშისა და შიზუოკას პრეფექტურების საზღვარზე.

ფუჯის მთა წარმოადგენს იაპონიის ერთ-ერთი მთავარ ეროვნულ სიმბოლოს.

[რედაქტირება] ეტიმოლოგია

კაცუშიკა: ფუჯიზე დამდგარი ურჩხული (ნახატი)

თანამედროვე იაპონური დამწერლობით, ფუჯი შედგება შემდეგი კანჯისაგან (ჶუ, უხვი, მდიდარი), (ჯი, მეომარი, მებრძოლი) და (სან, მთა), მაგრამ სავარაუდოდ პირველი ორი ნიშანი მხოლოდ იმიტომ შეარჩიეს, რომ მათი წარმოთქმა სიტყვა მთის წარმოთქმას ედრება.

სახელის წარმოშობა უცნობია. მისი წარმოშობის შესახებ არსებობს მრავალი ლეგენდა თუ ვარაუდი, მაგალითად ამგვარი; 不尽 (ჶუჯინ, უსასრულო, უსრულო). იაპონელმა ონომასიოლოგმა კანჯი კაგამიმ თეზა წამოაყენა, რომ მთის სახელს იგივე ფუძე აქვს, როგორც ყვავილს გლიცინიას და ცისარტყელას (იაპონურად ნიჯი ან / თუ ფუჯი) და მისი (მთის) „გრძივი და თანაბარი კალთებისაგან“ მომდინარეობს. [1] [2] [3] [4]

[რედაქტირება] "ფუჯისან", "ფუჯიამა" თუ "ფუძიამა"?

"ფუჯისან", "ფუჯიამა", "ფუძიამა" — ამ ფორმათა ფონეტიკურად უფრო მიახლოებული გადმოცემა შეიძლება შემდეგნიარად; "φუჯისან", "φუჯიჲამა" და "φუძიჲამა".

მაგრამ:

პირველ რიგში, რაც უნდა გამოირიცხოს არის მესამე და სამწუხაროდ დღეს ალბათ მეტ-ნაკლებად ყველაზე დამკვიდრებული ფორმა "ფუძიამა", რომელიც წარმოადგენს არა რომაჯის, არამედ რუსული ტრანსკრიბირების ერთგვარ კალკს და არ ითვალისწინებს ქართული ენის ფონეტიკურ შესაძლებლობებს იაპონურთან მიმართებაში. თუმცა მსგავსი პრობლემა დგას არამარტო იაპონურ, არამედ ბევრ იმ სხვა ენებთან მიმართებაში, რომლებსაც არასდროს, ან ნაკლებად შეისწავლიდნენ საქართველოში და შესაბამისად ამ ენობრივ სივრცეებთან (ჩინური, კორეული, ვიეტნამური, ტაი და ა.შ.) კულტურული და სხვა სახის კონტაქტები რუსული ენის (თარგმანები) მეშვეობით მყარდებოდა. ქართული იაპონოლოგია ჯერ კიდევ ახაალგაზრდა დარგია საქართველოში და დროთა განმავლობაში იგი ალბათ ფეხს მოიდგამს და მსგავსი პრობლემებიც ქართული იაპონოლოგიის ისტორიას ჩაბარდება მომავალში.

გარდა ამისა, დასავლეთში დღემდე ხშირად არასწორად გამოიყენება სახელი "ფუჯიამა" (Fujiyama), რაც ნიშან „-ის“ (მთა) მცდარი წაკითხვითაა გამოწვეული. ეს ნიშანი კუნიომის მიხედვით კი წამოითქმის, როგორც -ჲამა, მაგრამ კომპოზიტებში იგი წესითა და რიგით, ონიომის მიხედვით უნდა წავიკითხოთ, როგორც -სან.

მაშასადამე; იაპონელთა ამ ერთ-ერთი მთავარი ეროვნული სიმბოლოს სახელის მართებული ფორმა იაპონურად არის "ფუჯი-სან"ი, ანუ ქართულად ფუჯის მთა.

ზოგიერთი იაპონოლოგის მოსაზრებით სჯობდა მონბლანისა და ჯომოლუნგმას დარად ფუჯის მთასაც ფუჯისანი რქმეოდა.

[რედაქტირება] სქოლიო

  1. 富士山の名前の由来
  2. 富士山 - 知泉Wiki
  3. 地名・富士山の意味
  4. 富士山アイヌ語語源説について

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე