ფუტუნა (უოლისი და ფუტუნა)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ფუტუნა
მშობ. სახელი: ფრანგ. Futuna

ალოფისა და ფუტუნას კუნძულების რუკა
გეოგრაფია
14°17′ ს. გ. 178°09′ დ. გ. / 14.283° ს. გ. 178.150° დ. გ. / -14.283; -178.150
მდებარეობა წყნარი ოკეანე
კოორდინატები კოორდინატები: განედი არ არის მითითებული
ფართობი 83 კმ²
უმაღლესი წერტილი 524 მ
უოლისი და ფუტუნის დროშა უოლისი და ფუტუნა
ოლქი ალო, სიგავი
დემოგრაფია
მოსახლეობა 3612 (2013)
სიმჭიდროვე 43,518 ად. /კმ²

ფუტუნა (ფრანგ. Futuna) — კუნძული წყნარი ოკეანის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, რომელიც საფრანგეთის ზღვისიქითა ტერიტორიის უოლისის და ფუტუნას ნაწილია.

დასახელება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ითვლება, რომ ფუტუნას კუნძულმა თავისი სახელი მიიღო ფუტუს ხის პატივსაცემად, რომელიც იზრდება კუნძულის სანაპიროზე[1]. XIX საუკუნეში კუნძული ზოგიერთ რუკებზე აღინიშნებოდა ალოფატუს სახელით[1].

გეოგრაფია და კლიმატი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

უახლესი კუნძულებია — ალოფი სამხრეთ-აღმოსავლეთით (1,7 კმ), უოლისის კუნძულები ჩრდილო-აღმოსავლეთით (240 კმ) და ფიჯი სამხრეთ-დასავლეთით 280 კმ. ფუტუნას კუნძული (14°28′ ს. გ. 178°14′ დ. გ. / 14.467° ს. გ. 178.233° დ. გ. / -14.467; -178.233) მდებარეობს წყნარი ოკეანის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში და შედის ჰორნის (ფუტუნას) კუნძულების შემადგენლობაში. უახლოესი კუნძულისგან — ალოფისგან მას გამოყოფს სრუტე სიგანით 1,7 კმ. კუნძულ ფუტუნას ზოგჯერ ეძახიან აღმოსავლეთ ფუტუნას, იმისთვის რომ ის არ აერიოთ ახალი ჰებრიდების კუნძულების ფუტუნას კუნძულში, რომელსაც დასავლეთ ფუტუნას კუნძული ჰქვია და ეკუთვნის ვანუატუს.

ფუტუნას კუნძულის ფართობია — 83 კმ²[2]. ეს შედარებით მაღალი ვულკანური კუნძულებია. ზღვის დონიდან უმაღლესი წერტილებია — მთა პუკე (Puke) 524 მეტრი (მისი სხვა სახელებია — სინგავი და სხაუტენის მთა. ზოგჯერ შეცდომით მიუთითებენ მის სიმაღლეს — 765 მეტრი). კუნძულმა დიდი ხანი არაა რაც განიცადა ამოწევა და აქვს ძლიერ ზიგზაგური რელიეფი. ზოგიერთი პატარა სანაპირო ვაკე ადგილების გამოკლებით, ამ კუნძულების ნაპირები დაკლაკნილია. ფუტუნას კუნძულის რელიეფი წარმოდგენილია დაბალი პლატოებით, რომლებიც თანდათანობით მაღლდება პუკეს მთისკენ. კუნძულ ფუტუნას უკიდურესი წერტილებია: ჩრდილოეთი — ფატუას კონცხი; აღმოსავლეთი — ველეს კონცხი; სამხრეთი — ნაპირი ველეს აეროდრომთან; დასავლეთი — ნაპირი სოფელ ტოლოკესთან. ფუტუნას კუნძული გეოლოგიურად ახალგაზრდაა, ამიტომ რიფები განლაგებულია ნაპირთან ახლოს (დაახლოებით 50 მეტრი) და ლაგუნას არ წარმოქმნის. ფუტუნას კუნძულს აქვს რიფი-ხალათი. რიფის აწევის გამო, ის არ აღმოჩნდა ღრმა და პერიოდულად ხვდება წყლის ზედაპირზე, რაც ხელს უშლის მის ზრდას[3].

ამ კუნძულებზე რეგულარულად ხდება მიწისძვრები. ბოლო, ინტენსივობით 6,5 რიხტერის სკალით, მოხდა 1993 წლის 13 მარტს) (5 ადამიანი გარდაიცვალა და 20-მა მიიღო დასახიჩრება[4]). სამოაზე 2009 წლის მიწისძვრის დროს, ბიძგები ფუტუნას კუნძულზე არ შეიმჩნეოდა[5].

ფუტუნას კუნძულის ჩამოყალიბება დაიწყო პლიოცენის დროს (სამი ძველი ვულკანის წარმოშობა). მათი ვულკანური პროცესები შეჩერდა პლეისტოცენის პერიოდში. ვულკანური პროცესების შეჩერების შემდეგ კუნძულებმა განიცადა მნიშვნელოვანი ამოწევა (500 მეტრამდე)[6].

ფუტუნას კუნძულზე დაახლოებით 50 მოკლე მდინარეა, რომელთაგან ყველაზე დიდია — ვაინიფაო, გუტუვაი, ვაი ლასი და ლეავა. სანაპიროები დაჭაობებულია. მდინარეები აპრილიდან ოქტომბრის ჩათვლით დამშრალია, ხოლო შემდეგ წვიმების სეზონის დროს უეცრად ივსება წყლით.

კუნძულის კლიმატი ტროპიკული პასატურია, ნოტიოა, მუდმივად თბილია, აშკარად გამოხატული მშრალი სეზონის გარეშე. ნალექების ყველაზე დიდი რაოდენობა მოდის ნოემბრიდან აპრილის ჩათვლით პერიოდში (წლის საშუალო რაოდენობა — 4000 მმ-ია, 80 %-იანი სინოტივის დროს). წელიწადში საშუალოდ დაახლოებით 24 წვიმიანი დღეა. წლის განმავლობაში ტემპერატურა მერყეობს 24 °С-დან 30 °С-მდე.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ევროპელებმა პირველად დაინახეს ეს კუნძულები 1616 წლის 28 აპრილს. ფუტუნას და ალოფის კუნძულების შორიახლოს გემით Eendracht გაცურეს ნიდერლანდელმა ზღვაოსნებმა იაკობ ლემერმა და ვილემ სხაუტენმა. 1842 წლიდან კუნძული ფუტუნა საფრანგეთის კოლონიაა.

მოსახლეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფუტუნას კუნძულზე 2013 წლის აღწერის მონაცემებით ცხოვრობს 3612 ადამიანი[7]. მათი დიდი უმრავლესობა საუბრობს ფუტუნას ენაზე.

ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადმინისტრაციულად ფუტუნას კუნძულები შედის ოლქებში ალო და სიგავი.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Journal of the Polynesian Society: Futuna, Or Horne Island And Its People, P.33-52. University of Auckland Library. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-24. ციტირების თარიღი: 22 ივნისი 2009.
  2. WALLIS AND FUTUNA TRAVEL GUIDE.... www.colonialvoyage.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-24. ციტირების თარიღი: 16 მაისი 2009.
  3. État des milieux à Wallis et Futuna - Ministère de l'Ecologie, de l'Energie, du Développement durable et de l'Aménagement du territoire. Ministère de l'Écologie, de l'Energie, du Développement durable et de la Mer. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-10-24. ციტირების თარიღი: 11 ივლისი 2009.
  4. Wallis and Futuna. World Health Organization Regional Office for the Western Pacific. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-10-17. ციტირების თარიღი: 15 ნოემბერი 2009.
  5. Tremblement de terre à Wallis. wallis.over-blog.net. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-24. ციტირების თარიღი: 15 ნოემბერი 2009.
  6. Géologie des îles Futuna et Alofi. L'Institut de recherche pour le développement (IRD). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-24. ციტირების თარიღი: 16 მაისი 2009.
  7. მოსახლეობის აღწერა (2013 წელი)