ფუტა-ჯალონი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კანიონი წყალვარდნილებთან ერთად

ფუტა-ჯალონი (ფრანგ. Fouta-Djalon) — საფეხურისებრი პლატოების სისტემა დასავლეთ აფრიკაში, გვინეაში. ატლანტის ოკეანის სანაპიროსთან მისი სიმაღლეა 300-400 მ, ხოლო პლატოს ცენტრალური ნაწილი 800-1000 მ-მდე მაღლდება. ცალკეული მასივების სიმაღლეა 1400-1500 მ (მთა ტამგე, 1537 მ). პლატო მეტწილად აგებულია ქვიშაქვებითა და არგილიტებით, რომლებიც გარღვეულია ბაზალტებით, დოლერიტებითა და გაბროთი. ნალექები 1500 მმ-მდე წელიწადში. ფუტა-ჯალონზე სათავე აქვთ დასავლეთ აფრიკის მრავალ მდინარეს, მათ შორის გამბიას, მდინარე სენეგალის ზემო დინებას — ბაფინგს, ზემო ნიგერის შენაკადებსა და სხვა, რომლებიც მიედინებიან ღრმა ხეობებში და პლატოს ცალკეულ მასივებად ანაწევრებენ. ფუტა-ჯალონს ადგილობრივი მოსახლეობა „წყლის მამას“ უწოდებს. მარადმწვანე ნოტიო ევვატორული ტყეები მთლიანად გაჩეხილია. მოჰყავთ ფეტვი, ბრინჯი. განვითარებულია მეცხოველეობა. დასახლებულია ძირითადად ფულბე ხალხით. მთავარი სავაჭრო ქალაქია ლაბე.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]