ფუკოს ქანქარა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ფუკოს ქანქარა.
ფუკოს ცდა სამხრეთ ნახევარსფეროში. გამოსახული ტრაექტორია შეესაბამება წონასწორობის მდგომარეობიდან გამოყვანილ ქანქარას.

ფუკოს ქანქარაქანქარა, რომლის მიზანია დედამიწის 24 საათიანი ბრუნვის დემონსტრაცია. საზოგადოებისთვის ღია დემონსტრაცია ლეონ ფუკომ განახორციელა 1851 წელს პარიზის პანთეონში. გუმბათის ქვეშ ფუკომ დაკიდა 28 კილოგრამის მასის მქონე მეტალის მობასრული ბურთულა, რომელიც იყო დამაგრებული 67 მეტრის სიგრძის მქონე მავთულზე. დამაგრების ამ ხერხის მეშვეობით ქანქარას შეეძლო მოძრაობა ნებისმიერი მიმართულებით 6 მეტრის რადიუსით, ხოლო პანთეონის იატაკზე დაყრილმა მიწამ მოახდინა ბურთულის წვეროს მოძრაობების ფიქსაცია.