ფსოვი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ფსოვი
Haliaeetus leucocephalus2.jpg
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: ცხოველები
ტიპი: ფრინველები
კლასი: ქორდიანები
რიგი: შავარდნისნაირნი
ოჯახი: ქორისებრნი
გვარი: ფსოვი
ლათინური სახელი
Haliaeetus

ფსოვი, თეთრკუდა არწივი (Haliaeetus), ფრინველთა გვარი შავარდნისნაირთა რიგისა. გავრცელებულია მთელ დედამიწის ზურგზე (გარდა სამხრეთ ამერიკისა).

მისი სხეულის სიგრძეა 75-100 სმ, ფრთების შლილი - 2-2,5 მ. მოიცავს 8 სახეობას, რომელთაგან გრძელკუდა ფსოვი (Haliaeetus eeucorypnus) გავრცელებულია კასპიის ზღვიდან იმიერბაიკალამდე. თეთრმხრება ფსოვი (Haliaeetus pelagicus) - წყნარი ოკეანის ნაპირებზე; თეთრთავა ფსოვი (Haliaeetus leucocephalus) - კომანდორის კუნძულებზე; ჩვეულებრივი ფსოვი (Haliaeetus albicilla) - ევრაზიაში, ისლანდიაში, გრენლანდიაში, ზამთრობით - ჩრდილოეთ აფრიკაში, იშვიათად საქართველოშიც. წინათ გვხვდებოდა ახალციხეში, აწყურსა და ბორჯომში, მცხეთაში, თბილისის შემოგარენსა და თეთრი წყაროს მიდამოებში, ქვაბლიანსა და აჭარის წყლის სათავეებთან. ამჟამად მეტად მცირერიცხოვანია, შეტანილია საქართველოს "წითელ წიგნში".

ცხოვრობს ზღვების, ტბების, მდინარეების ნაპირებზე. ბუდეს იკეთებს ხეზე, იშვიათად კლდეში, დებს 1-3 კვერცხს, რომელთა ინკუბაცია თვეზე მეტ ხანს გრძელდება. ფსოვი იკვებება თევზებით, ლეშით, წვრილი ძუძუმწოვრებითა და ფრინველებით. მათი რაოდენობა ყველგან მკვეთრად მცირდება.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • ჟორდანია რ., ქსე, ტ. 10, გვ. 417, თბ., 1986
მოძიებულია „http://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ფსოვი&oldid=2356311“-დან