ფსიქროსფერო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ფსიქროსფერო (ძვ. ბერძნ-დან ψυχρός — „ცივი“) — წყლის ფენა ოკეანის ფსკერზე, სადაც ტემპერატურა დაახლოებით 4° C-ია, სისქე კი — რამდენიმე ასეული მეტრი. ავსებს ყველა ოკეანის ღრმა წყლებს, პოლუსებიდან ეკვატორამდე. იმის გამო ჩნდება, რომ წყალს ასეთ ტემპერატურაზე მაქსიმალური სიმკვრივე აქვს და ფსკერისკენ „იძირება“. იმ პერიოდებში წარმოიქმნება დედამიწაზე, როდესაც პოლუსები ყინულის ქუდებითაა დაფარული, მათ ირგვლივ დიდი რაოდენობის წყალი ცივდება, მერე კი დაბლა ეშვება და მსოფლიო ოკეანის ფსკერზე ვრცელდება. რამდენადაც ცივ წყალში ჟანგბადი უკეთესად იხსნება, ამ პროცესს წყლის ჟანგბადით უხვი გაჯერება, ოკეანეში წყლის ცირკულაციის გაძლიერება და ღრმა წყლების ბენთოსის საარსებო პირობების გაუმჯობესება ახლავს თან.

ინტერნეტბმულები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]