ფრიდრიხ ჰაინრიხ იაკობი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ფრიდრიხ ჰაინრიხ იაკობი

ფრიდრიხ ჰაინრიხ იაკობი (დ. 25 იანვარი. 1743 — გ. 10 მარტი. 1819, მიუნხენი) — გერმანელი მწერალი და ფილოსოფოსი, იდეალისტი. მტრულად იყო განწყობილი ყოველგვარი პროგრესისადმი, განსაკუთრებით კი საფრანგეთის რევოლუციის, ფრანგული მატერიალიზმისა და ათეიზმის მიმართ. უარყოფდა ყოველგვარ განსჯას და ემყარებოდა გრძნობებსა და რწმენას. იგი დ. იუმის მსგავსად მიიჩნევდა, რომ რეალური არსებობა მოწმდება რწმენით.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • ქსე, ტ. 5, გვ. 39, თბ., 1980