ფრენსის ბრეტ ჰარტი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ფრენსის ბრეტ ჰარტი

ფრენსის ბრეტ ჰარტი (ინგლ. Bret Harte - ბრეტ ჰარტი; დ. 25 აგვისტო, 1836, ალბანი — გ. 5 მაისი, 1902, ლონდონი) — ამერიკელი მწერალი. სახელი მოუხვეჭა "კალიფორნიულმა მოთხრობებმა" (1856-1871). ამერიკული ლიტერატურის ისტორიაში უმთავრესად შევიდა როგორც ნოველისტი. მისი თემატურად მრავალფეროვანი ნოველებისათვის დამახასიათებელია რომანტიკული ეფექტები, ავანტიურული თხრობა, სენტიმენტალიზმი, რეალისტური ხედვა. თუმცა იგი არ ესწრაფვის ფართო სოციალურ განზოგადებას, მაინც აშკარად ჩანს ბურჟუაზიული მორალის მიუღებლობა, ჰუმანური მორალის დამკვიდრების ცდა ("ღრიალი ბანაკის იღბალი", 1870; "როგორ მოვიდა სანტა კლაუსი სიმფსონის ბარში", 1872 და სხვ.). დიდი წარმატება ხვდა წილად მისი მოთხრობების კრებულს "არგონავტების თქმულებები" (1875). ჰარტს ეკუთვნის აგრეთვე რომანები "გაბრიელ კონროი" (1876), "კლარენსი" (1895), ნარკვევები, პაროდიები და სხვა.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • ქსე, ტ. 11, გვ. 605, თბ., 1987