ფრედერიქსჰავნი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ქალაქი
ფრედერიქსჰავნი
დან. Frederikshavn
A view over Frederikshavn ubt.jpeg
ქვეყანა დანიის დროშა დანია
რეგიონი ჩრდილოეთი იუტლანდია
კოორდინატები 57°26′28″ ჩ. გ. 10°32′23″ ა. გ. / 57.44111° ჩ. გ. 10.53972° ა. გ. / 57.44111; 10.53972
მოსახლეობა 23 295 კაცი (2012)
დროის სარტყელი UTC+1, ზაფხულში UTC+2
საფოსტო ინდექსი 9900

ფრედერიქსჰავნი მდებარეობა დანია

Red pog.svg

ფრედერიქსჰავნი (დან. Frederikshavn) — ქალაქი დანიაში, იუტლანდიის ნახევარკუნძულის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთ სანაპიროზე, ფრედერიქსჰავნის მუნიციპალიტეტში. სიტყვა ფრედერიქსჰავნი დანიურად „ფრედერიქის ნავსადგურს“ ნიშნავს. თავდაპირველად ქალაქს ფლადსტრანდი ერქვა.

2012 წლის მონაცემებით ქალაქის მოსახლეობა 23 295 ადამიანს შეადგენს.[1] ფრედერიქსჰავნი მნიშვნელოვანი დამაკავშირებელი წერტილია დანიას, შვედეთსა და ნორვეგიას შორის საბორნე მიმოსვლაში. ქალაქი ცნობილია თავის თევზის სარეწაო ნავსადგურით.

ფრედერიქსჰავნის უძველესი შენობაა XVI საუკუნის ფისკერკლინგენი, თუმცა ამჟამად არსებული სახლების უმრავლესობა XVIII-XIX საუკუნეებშია აშენებული.

1818 წელს ფრედერიქსჰავნმა სავაჭრო ქალაქის სტატუსი მიიღო და მეფე ფრედერიკ VI-ის პატივსაცემად ამჟამინდელი სახელი ეწოდა.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]

  1. BEF44: Population 1st January, by urban areas database from Statistics Denmark