ფრედერიკე კაროლინე ნოიბერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ფრედერიკე კაროლინე ნოიბერი (გერმ. Friederike Caroline Neuber; დ. 9 მარტი, 1697, რაიხენბახი — გ. 30 ნოემბერი, 1760, დრეზდენი) — გერმანელი მსახიობი ქალი, გერმანული სცენის რეფორმატორი. მისი სასცენო მოღვაწეობა 1717 წელს დაიწყო. გამოდიოდა სასახლის კარის თეატრებში. 1727–1743 და 1744–1750 წლებში ხელმძღვანელობდა საკუთარ დასს ლაიფციგში. იბრძოდა სცენაზე გაბატონებული უხეში ნატურალიზმის, ზღვარგადასული პათოსის, ბუფონადის წინააღმდეგ. დგამდა ფრანგი კლასიცისტების ტრაგედიებს, განმანათლებელთა ტრაგედიებს, განმანათლებელთა დრამებსა და გოტჰოლდ ეფრაიმ ლესინგის ადრინდელ ლიტერატურულ კომედიებს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]