ფრანც ლევინსონ-ლესინგი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ფრანც ლევინსონ-ლესინგი
გერმ. Franz Loewinson-Lessing
დაბ. თარიღი 25 თებერვალი (9 მარტი), 1861
დაბ. ადგილი სანქტ-პეტერბურგი[1]
გარდ. თარიღი 25 ოქტომბერი, 1939(1939-10-25)[1] (78 წლის)
გარდ. ადგილი სანქტ-პეტერბურგი[1]
დასაფლავებულია ლიტერატორსკიე-მოსტკი
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია
 რუსეთის რესპუბლიკა
საბჭოთა რუსეთი
 სსრკ
საქმიანობა გეოლოგი[2] , მინერალოგი[2] , უნივერსიტეტის პროფესორი, pedologist[3] და dean[3]
მუშაობის ადგილი ტარტუს უნივერსიტეტი
ალმა-მატერი სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტი და სანქტ-პეტერბურგის საიმპერატორო უნივერსიტეტი
განთქმული მოსწავლეები Leonid Spendiarjan, Dmitrii S. Korzhinskii, Dmitry Belyankin და Pjotr Ivanovitsj Lebedev
ჯილდოები სომხეთის სსრ-ის მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე და სომხეთის მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე
ხელმოწერა

ფრანც იულის ძე ლევინსონ-ლესინგი (რუს. Левинсон-Лессинг, Франц Юльевич; დ. 9 მარტი [ ძვ. სტ. 25 თებერვალი], 1861, პეტერბურგი — გ. 25 ოქტომბერი, 1939 ლენინგრადი) — რუსი გეოლოგი და პეტროგრაფი. სსრკ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1925).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1883 წელს ფრანც ლევინსონ-ლესინგმა დაამთავრა პეტერბურგის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი. 1889 წლიდან იქვე კითხულობდა ლექციებს გეოლოგიაში. 1892-1902 წლებში პროფესორად იყო იურიევის (ახლანდელი ტარტუს) უნივერსიტეტში, 1902-1930 წლებში კი პეტერბურგის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში, სადაც ჩამოაყალიბა რუსეთში პირველი ექსპერიმენტული პეტროგრაფიის ლაბორატორია.

1921 წლიდან ლენინგრადის უნივერსიტეტის პეტროგრაფიის კათედრის გამგე. 1919 წელს გეოლოგიის კომიტეტში იგი აირჩიეს პეტროგრაფად. 1925-1939 წლებში ეწეოდა სამეცნიერო ორგანიზაციულ მუშაობას სსრკ მეცნიერებათა აკადემიაში.

ლევინსონ-ლესინგის ძირითადი შრომები ეხება თეორიული პეტროგრაფიისა და პეტროგენეზისის საკითხებს. ავტორია აგრეთვე მრავალრიცხოვანი შრომებისა კრისტალოგრაფიაში, მინერალოგიაში, ვულკანოლოგიაში, ზოგად გეოლოგიაში, სტრატიგრაფიაში, პალეონტოლოგიაში, ნიადაგთმცოდნეობასა და გეოლოგიის ისტორიაში. საფუძველი ჩაუყარა მოძღვრებას პეტროგრაფიის ფორმაციასა (1888) და ქანების პირველ რაციონალურ ქიმიურ კლასიფიკაციას (1898). დაადგინა ექსტრუზიული კონუსების წარმოშობის მექანიზმი და მათი კავშირი ინტრუზიებთან.

ძირითადად კავკასიასა და ურალს იკვლევდა. გეოლოგიის მკვლევარმა დაწერა 200-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი, რომელიც გეოლოგიის არაერთ კარდინალურ საკითხს მიეძღვნა.

ლევინსონ-ლესინგის პატივსაცემად სსრკ მეცნიერებათა აკადემიამ დააწესა მისი სახელობის პრემია. მისი სახელობისაა მინერალი, კონცხი (ტაიმირის ნახევარკუნძულზე), ვულკანი, ქედი და სხვა.

თხზულებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • "Олонецкая диабазовая формация" (магистерская диссертация; в "Трудах Санкт-петербургского Общества Естествознания", XIX);
  • "О некоторых химических типах изверженных пород" ("Вестник Естествознания", 1890);
  • "Геологический очерк Южно-Заозерской Дачи и Денежкина Камня на Урале" (1900);
  • "Вулканы и лавы Центрального Кавказа" (1913).
  • "Избр. труды, т. 1—4, М.—Л., 1949—55".

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 159.
  • Гинзберг А. С., Значение петрографических работ Ф. Ю. Левинсон-Лессинга для русской и мировой науки, 1952.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 Левинсон-Лессинг Франц Юльевич // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохоров — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
  2. 2.0 2.1 Deutsche Nationalbibliothek Record #117190039 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  3. 3.0 3.1 Czech National Authority Database