ფრანჩესკო ბერნი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ფრანჩესკო ბერნი (იტალ. Francesco Berni; დ. 1497, ლამპორეკიო — გ. 26 მაისი, 1535, ფლორენცია) — იტალიელი სატირიკოსი პოეტი. წერდა ფლორენციულ დიალექტზე; ეყრდნობოდა ფლორენციული სახუმარო პოეზიის ტრადიციებს. დიდი კვალი დაამჩნია პაროდიულ, ბურლესკურ ჟანრს. ამგვარ ლექსებს შემდგომში „ბერნისეული“ ეწოდა. ბერნიმ ახლებურად გადააკეთა მ. ბოიარდოს „შეყვარებული ორლანდო“ (1531), ენობრივად დახვეწა და არიოსტოს ნაწარმოებს დაუახლოვა. მნიშვნელოვანია აგრეთვე ბერნის კაპიტოლები, ტერცინები, სონეტები, სადაც იგი კიცხავს სასცენო პირთა თავაშვებულობას, ააშკარავებს მათ პოლიტიკურ ხრიკებს. მისი ენა ცოცხალი და კოლორიტულია, გამოირჩევა ბუნებრიობითა და უშუალობით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]