ფრანსისკო დე პაულა სანტანდერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ფრანსისკო დე პაულა სანტანდერი
ფრანსისკო დე პაულა სანტანდერი
ახალი გრანადის მე-4 პრეზიდენტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
7 ოქტომბერი 1832 – 1 აპრილი 1837
წინამორბედიხოსე იგნასიო დე მარკესი
მემკვიდრეხოსე იგნასიო დე მარკესი

თანამდებობაზე ყოფნის დრო
3 ნოემბერი 1821 – 19 სექტემბერი 1827
წინამორბედიფრანსისკო ანტონიო სეა
მემკვიდრეხუან გერმან როსიო

დაბადებული2 აპრილი, 1792
კუკუტა, კოლუმბია
გარდაცვლილი6 მაისი, 1840
ბოგოტა, კოლუმბია

ფრანსისკო დე პაულა სანტანდერი (ესპ. Francisco de Paula Santander დ. 2 აპრილი, 1792, კუკუტა, კოლუმბია, — გ. 6 მაისი, 1840, ბოგოტა, კოლუმბია) — ახალი გრანადის სამხედრო და პოლიტიკური მოღვაწე, გენერალი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი იყო , როდესაც 18 წლისა ჩაება ახალი გრანადის დამოუკიდებლობისათვის ომში და 1813 წლიდან გახდა მისი ერთ-ერთი ხელმძღვანელი. 1812 წელს, 20 წლის სანტანდერმა მიიღო პოლკოვნიკის წოდება. 1821–1827 წლებში კოლუმბიის ვიცე-პრეზიდენტია, სიმონ ბოლივარის სამხედრო ლაშქრობების დროს ფაქტობრივად პრეზიდენტი იყო. 1828 წელს ბრალი დასდეს ს. ბოლივარის წინააღმდეგ შეთქმულებაში და სიკვდილი მიუსაჯეს, მაგრამ ბოლივარმა სასჯელი ქვეყნიდან გასახლებით შეუცვალა. სიმონ ბოლივარის გარდაცვალების შემდეგ დაბრუნდა კოლუმბიაში და 1832-1836 წლებში სათავეში ედგა ახალი გრანადის (კოლუმბიის) რესპუბლიკას. 1838 წლიდან სიკვდილამდე იყო კონგრესის დეპუტატი და კოლუმბიის ლიბერალური პარტიის ლიდერი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]