ფოსა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ფოსა
Cryptoprocta Ferox.JPG
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: ცხოველები
ტიპი: ქორდიანები
ოჯახი: ვივერისებრნი
ლათინური სახელი
Cryptoprocta ferox

ფოსა (ლათ. Cryptoprocta ferox) — მტაცებელი ძუძუმწოვარი ვივერისებრთა ოჯახისა. მისი სხეულის სიგრძე 76 სმ, სიმაღლე 37 სმ, ხოლო მასა 7-12 კგ აღწევს. გრძელი კუდი (65 სმ-მდე) აქვს. კუნძულ მადაგასკარის ყველაზე დიდტანიანი მტაცებელია. ფოსას სხეული დაფარულია მოკლე, მოწითალო-ყავისფერი მატყლით. ბინადრობს ტყეში. იკვებება პატარ-პატარა ძუძუმწოვრებითა და ფრინველებით; ზიანი მოაქვს შინაური ფრინველისა და ღორების (გოჭების) განადგურებით.

ლიტერატურა[რედაქტირება]

მოძიებულია „http://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ფოსა&oldid=2675099“-დან