ფონდი ინკლუზივი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ფონდი ინკლუზივი — არაკომერციული და არასამთავრობო ლგბტ (ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი და ტრანსგენდერი ადამიანების) ორგანიზაცია საქართველოში. დაარსდა 2006 წელს და დაკავებულია ლგბტ ადამიანების უფლებების ადვოკაციითა და ლობირებით, შეისწავლის ლგბტ ჯგუფის უფლებრივ მდგომარეობას, ჯგუფის წევრებს სთავაზობს უფასო ფსიქოლოგიურ, იურიდიულ და სამედიცინო კონსულტაციებს და ავრცელებს ინფორმაციას აივ/შიდსისა და სგგი-ს (სექსუალური გზით გადამდები დაავადებები) თავიდან აცილების შესახებ.

ორგანიზაცია გამოსცემს ჟურნალს „მე“.

ორგანიზაციის მისია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ორგანიზაცია ხელს უწყობს საქართველოში ისეთი საზოგადოების ჩამოყალიბებას, რომელშიც სექსუალური ორიენტაცია და გენდერული თვითგამოხატვა არ იქნება დისკრიმინაციის საფუძველი.

მიზანი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ორგანიზაციის მიზანია საქართველოში ლგბტ ჯგუფის სრული ინტეგრაციის ხელშეწყობა საზოგადოებაში ჰომოფობიის დაძლევის, უფლებათა ადვოკატირებისა და ჯგუფის სამოქალაქო აქტივობის გაზრდის გზით.

საქმიანობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მიზნის მისაღწევად ფონდი თავის საქმიანობას წარმართავს შემდეგი მიმართულებებით:

  • ლგბტ ჯგუფის წარმომადგენელთათვის თანაბარი უფლებებისა და შესაძლებლობების უზრუნველყოფა ადვოკატირებისა და ლობირების გზით
  • ლგბტ-თათვის იურიდიული და ფსიქოლოგიური დახმარების გაწევა უფლებათა დარღვევების გამოვლენის, სათანადო კონსულტირებისა და ადვოკატირების გზით
  • ლგბტ ჯგუფის ჩამოყალიბებისა და გაძლიერების ხელშეწყობა ჯგუფის წევრთა ინფორმირებულობის ამაღლების, სტიგმის დაძლევისა და სხვადასხვა ინიციატივების წახალისების გზით
  • ქვეყანაში ჰომოფობიური განწყობის შესუსტება ლგბტ ჯგუფის შესახებ ადეკვატური ინფორმაციის გავრცელების გზით
  • ლგბტ საკითხებზე სამეცნიერო-კვლევითი ბაზის შექმნის ხელშეწყობა კვლევების, სემინარების, კონფერენციების ორგანიზებისა და ერთიანი საინფორმაციო რესურსების შექმნის გზით
  • ლგბტ ჯგუფში ჯანსაღი ცხოვრების პრაქტიკის დანერგვა საინფორმაციო კამპანიის წარმართვის, თავდაცვის საშუალებების პოპულარიზაციისა და გავრცელების გზით

ფონდი ინკლუზივის საქმიანობის სფეროში შედის:

  • საკონსულტაციო მომსახურება
    • უფასო ფსიქოლოგიური, იურიდიული და სამედიცინო კონსულტაციების ორგანიზება
    • ონლაინ კონსულტაციების ორგანიზება ლესბოსელი და ბისექსუალი ქალებისთვის
  • ადვოკატირება
    • ლგბტ ადამიანთა უფლებების დარღვევის ფაქტების გამოვლენა და ადვოკატირება
  • სოციალური ღონისძიებები
    • თემატური დისკუსიები
    • კინოკლუბი
    • სხვადასხვა სოციალური ღონისძიებების ორგანიზება (შეხვედრები, გამოფენები და სხვა)
  • საინფორმაციო მომსახურება
    • სარესურსო ცენტრი (ბიბლიოთეკა, ვიდეოთეკა)
    • საინფორმაციო ბროშურები
    • ყოველკვარტალური საინფორმაციო ჟურნალი ლგბტ ადამიანებისათვის საქართველოში "მე" დაარქივებული 2007-05-27 საიტზე Wayback Machine.
  • ტრენინგების, სემინარების, კონფერენციების ორგანიზება
    • კვალიფიკაციის ამაღლების ტრენინგები და სემინარები მოხალისეებისათვის
    • სპეციალური სემინარები ლგბტ საკითხებზე მომუშავე მკვლევარებისა და სტუდენტებისათვის, ჟურნალისტებისათვისა და ადამიანის უფლებებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ინსტიტუციებისათვის
  • კონკურსების ორგანიზება
    • სხვადასხვა სახის არტ-ინიციატივების წახალისება
    • სხვადასხვა სახის თემატური კონკურსების ორგანიზება არასამთავრობო ორგანიზაციებისათვის, მკვლევარებისათვის, სტუდენტებისა და ჟურნალისტებისათვის

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლგბტ პორტალი – დაათვალიერეთ ვიკიპედიის სხვა სტატიები ლგბტ თემებზე.