ფლოგოპიტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ფლოგოპიტი
საერთო
კატეგორიასილიკატების კლასის მინერალი
ქიმიური ფორმულაК (Mg, Fe)3 [AlSi3 O10] (OH, F)2,
იდენტიფიკაცია
ფერიმწვანე ან მურა; სახეობები, რომლებიც რკინას არ შეივცავს, უფერულია.
კრისტალის სინგონიამონოკლინური
სიმაგრე მოოსის სკალით2,2-5;
სიმკვრივე2700—2850 კგ/მ³ კგ/მ³

ფლოგოპიტი — სილიკატების კლასის მინერალი ქარსების ჯგუფისა. ქიმიური შედგენილობა К (Mg, Fe)3 [AlSi3 O10] (OH, F)2, მინარევებია: Na, Ti, Mn, Rb და სხვა. კრისტალდება მონოკლინურ სინგონიაში. აქვს ფირფიტისებრი ან პრიზმული კრისტალები, ქერცლოვანი აგრეგატები. ჩვეულებრივ, მწვანეა ან მურა, სახეობები, რომლებიც რკინას არ შეივცავს, უფერულია.

აქვს სრულყოფილი ტკეჩადობა. სიმაგრე მინერალოგიური სკალით 2,2-5; სიმკვრივე 2700—2850 კგ/მ³. გვხვდება მეტამორფულ ქანებში. იყენებენ ელექტროსაიზოლაციო მასალად.

ფლოგოპიტის საბადოები გვხვდება — კოლის ნახევარკუნძულზე, ბაიკალისპირეთში, მადაგასკარზე, კანადაში, ინდოეთში, შრი-ლანკაზე და სხვა.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 345.
  • Лицарев М. А., Генезис флогопитовых месторождений Алдана, М., 1961;
  • Терновой В. И., Афанасьев Б. В., Сулимов Б. И., Геологическое строение и условия образования Ковдорского месторождения флогопита, "Советская геология", 1967, № 2.