ფლაის გეიზერი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ფლაის გეიზერი

ფლაის გეიზერი (ინგლ. Fly Geyser) — მცირე ზომის გეოთერმული გეიზერი აშშ-ის ნევადის შტატის ჩრდილოეთ-დასავლეთ ნაწილში. განლაგებულია პლატოზე, ზღვის დონიდან 1230 მ სიმაღლეზე. რეგიონში ატმოსფერული ნალექების რაოდენობა განისაზღვრება 300 მმ-ით წელიწადში. გეიზერის სიმაღლე უდრს 1.5 მ-ს. ბორცვთან ერთად, რომელზედაც იგი „ზის“ მისი სიმაღლე იქნება 3,7 მ. განლაგებულია კერძო რანჩოს ფლაის (ინგლ. Fly) ტერიტორიაზე, რომლის მფლობელია ტოდ ჯეკსიკი.[1] შემოზღუდულია მაღალი ღობეებით და დაკეტილია კარით, რომელსაც თავზე ლითონის წვრილი რკინები დაჰკრავს, რათა დაცული იქნას სამართალდამრღვევებისაგან.

როგორც ბუნებრივი წარმტაცი ობიექტი ტურისტებს შორის ნაკლებ არის ცნობილი. 1916 წელს წყაროს მოსაპოვებლად ამ ადგილებში ჭაბურღილი ჩადგეს, თუმცა გეიზერს მისცეს დასაბამი. 1964 წელს მდუღარე წყალი ზედაპირზე ამოიფრქვა, რომელმაც მინერალებისაგან ლამაზი ლანდშაფტები შექმნა. გეიზერის კედლები დღესაც განიცდის ზრდას. თანდათან ღვრის მინერალებს (კარბონატის კალციუმი), წყალმცენარეებსა და ლურჯ-მწვანე წყალმცენარეებს, რომელიც განსაზღვრავს მის შეფერილობას.

მიმდებარე ტერიტორიაზე წარმოქმნის წვრილ ტბებს, რომლებიც ცივი წყლებით გამოირჩევა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]

  1. Fly Ranch. Friends of Black Rock High Rock.