ფირს შიშიგინი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ფირს ეფიმის ძე შიშიგინი (რუს. Шишигин, Фирс Ефимович; დ. 30 აგვისტო [ძვ. სტ. 17 აგვისტო], 1908, სოფ. ბოროკ-გოროდოკი, არხანგელსკის ოლქი — გ. 29 მაისი, 1985, იაროსლავი) — საბჭოთა თეატრალური რეჟისორი. სსრკ სახალხო არტისტი (1964), სკკპ წევრი 1940-დან.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1929 წელს დაამთავრა ლენინგრადის სასცენო ხელოვნების ტექნიკუმი. 1933–1946 წლებში იყო უსურიისკის, ვლადივასტოკის თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელი; 1946–1947 წლებში სტავროპოლის თეატრის მთავარი რეჟისორი; 1947-1950 წლებში მუშაობდა მოსკოვის დრამისა და კომედიის თეატრში; 1950-1956 წლებში ვოლგოგრადის, 1956-1960 წლებში ვორონეჟის თეატრების მთავარი რეჟისორი იყო. 1960-დან იაროსლავის თ. ვოლკოვის სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი და მთავარი რეჟისორი.

შიშნგის საუკეთესო დადგმებია: ფადეევის „განადგურება“ (1933), სიმონოვის „ჭაბუკი ჩვენი ქალაქიდან“ (1942), გორკის „მოხუცი“ (1946), „ფსკერზე“ (1952), დანგულოვის „ელჩის დღიური“ (1970), ანკილოვის „ჯარისკაცის ქვრივი“ (1972) და სხვები.

დაჯილდოებულია: ლენინის ორდენით, შრომის წითელი დროშის ორდენითა და მედლებით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]