ფინეთის პოლიტიკური სისტემა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ფინეთის გერბი

ფინეთის პოლიტიკური სისტემა ეფუძნება ნახევრად-საპრეზიდენტო, წარმომადგენლობითი დემოკრატიის, მრავალპარტიული სისტემის რესპუბლიკის პრინციპებს. სახელმწიფოს მეთაურია ფინეთის პრეზიდენტი, რომელიც ამავე დროს განაგებს საგარეო პოლიტიკას და წარმოადგენს შეიარაღებული ძალების მთავარსარდალს. აღმასრულებელი ხელისუფლება ეკუთვნის მთავრობას, რომლის მეთაურიც პრემიერ-მინისტრია. საკანონმდებლო ხელისუფლება პარლამენტს ეკუთვნის, მაგრამ ამ სექტორში გარკვეული უფლებები მთავრობასაც გააჩნია. პრეზიდენტს გააჩნია უფლებამოსილება ვეტო დაადოს პარლამენტის ნებისმიერ გადაწყვეტილებას.

აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლებისგან სრულიად დამოუკიდებელია სასამართლო ხელისუფლება.

მიუხედავად იმისა, რომ ფინეთი იდეაში საპარლამენტო სისტემის რესპუბლიკაა, ქვეყნის პრეზიდენტს მაინც შენარჩუნებული აქვს რამდენიმე მნიშვნელოვანი უფლებამოსილება, მათ შორისაა საგარეო პოლიტიკისა და ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების საქმეების ლიდერის ფუნქციები.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]