ფილოქოროსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ფილოქორუსი)

ფილოქოროსი (ლათ. Philochorus; გ. ძვ. წ. 261) — ძვ. წ. III საუკუნის ბერძენი ისტორიკოსი, ქურუმთა ოჯახიდან. პოლიტიკაში ძლიერი ანტიმაკედონიურობით გამოირჩეოდა და დემეტრიუს პოლიოკრეტეს მწვავე ოპონენტი იყო. ამ უკანასკნელის შვილის ნატიგონუს გონატასის მიერ ათენის აღების (261) შემდეგ, ფილოქოროსი სიკვდილით დასაჯეს პტოლემეოს ფილადელფოსის მხარდაჭერისთვის, რომელიც ათენელებს მაკედონელთათვის წინააღმდეგობის გაწევას უქადაგებდა.

მისეული ათენის ისტორიის აღწერა ადრეული ხანიდან ძვ. წ. 262 წლამდე 17 წიგნს მოიცავდა. მნიშვნელოვანი ფრაგმენტები დღემდე შემორჩენილია. ფილოქოროსს ასევე დაწერილი აქვს ორაკულზე, ღვთაებად შერაცხვისა და მსხვერპლთშეწირვის რიტუალებზე; ატიკის ტეტრაპოლისის მითოლოგიებსა და რელიგიურ ტრადიციებზე; სოფოკლეს მითებზე; ევრიპიდესა და პითაგორას ცხოვრებაზე; სალამისის, კვიპროსი, დაარსებაზე.