ფილიპ კოტლერი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ფილიპ კოტლერი

ფილიპ კოტლერი (დ. 27 მაისი 1931, ჩიკაგო) S.C Johnson & Son-ის პროფესორია საერთაშორისო მარკეტინგში კელოგის მენეჯმენტის სკოლაში ჩრდილოდასავლეთის უნივერსიტეტთან. ის დასახელებულ იქნა ყველა დროის #4 მენეჯმენტის გურუდ ფაინენშალ ტაიმსის მიერ (ჯეკ უელშის, ბილ გეიტსის და პიტერ დრაკერის შემდეგ). ევროპის მენეჯმენტის ცენტრის მიერ ის ასევე გამოხადდა, როგორც "მსოფლიოში ყველაზე მოწინავე ექსპერტი მარკეტინგის სტრატეგიული პრაქტიკის ქონაში". კოტლერი მიჩნეულია სოციალური მარკეტინგის ერთერთ პიონერად.

დოქ. კოტლერი ავტორია მსოფლიოში ერთერთი ყველაზე ავტორიტეტული სასწავლო წიგნისა მარკეტინგის შესახებ: Marketing Management (მარკეტინგის მენეჯმენტი), რომელიც ამჟამად მე-12 გამოცემითაა. ის ასევე მრავალი სახელგანთქმული წიგნის ავტორი და თანაავტორია, როგორებიცაა: Kotler on Marketing, Lateral Marketing, Strategic Marketing for Non-Profits, Marketing from A to Z, The 10 Deathly Marketing Sins, Marketing Moves, Marketing Places, The Marketing of Nations, და Social Marketing.

გარდა ამისა, დოქ. კოტლერმა ას სტატიაზე მეტი გამოაქვეყნა მოწინავე ჟურნალებში, მათ შორისაა, The Harvard Business Review, Sloan Management Review, Business Horizons, California Management Review, და The Journal of Marketing. მის ჯილდოებს შორისაა: წლის მარკეტინის გამორჩეული განმანათლებელი, ამერიკული მარკეტინგის ასოციაციის მიერ მინიჭებული ჯილდო; და წლის მარკეტერი Sales and Marketing Executives International (SMEI)-ის მიერ მინიჭებული ჯილდო.

თავის საკონსულტაციო ფირმის, The Kotler Marketing Group (KMG) მეშვეობით, დოკ. კოტლერს მრავალი ძირითდი ამერიკული და უცხოური კომპანიებისთვის გაუწევია კონსულტირება მათ შორისაა - IBM, Michelin, Bank of America, General Electric, Honeywell, და Motorola - მარკეტინგული სტრატეგიის და დაგეგმარების, მარკეტინგული ორგანიზების და საერთაშორისო მარკეტინგის სფეროებში.

ის მუდმივად მართავს სემინარებს მარკეტინგის მოწინავე კონცებციებზე და მათში მომხდარ ბოლო ცვლილებეზე ამერიკული, ევროპული და აზიური კომპანიებისა და ორგანიზაციებისთვის. ასევე მონაწილეობს KMG-ს კლიენტების პროექტებზე.

ფილიპ კოტლერის წიგნები (ქრონოლოიურად)[რედაქტირება]