ფილახი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქალაქი
ფილახი
სლოვენ. Beljak
გერბი

ქვეყანა ავსტრიის დროშა ავსტრია
ფედერალური მიწა კარინტია
კოორდინატები 46°37′00″ ჩ. გ. 13°50′00″ ა. გ. / 46.61667° ჩ. გ. 13.83333° ა. გ. / 46.61667; 13.83333
მმართველი Günther Albel
ფართობი 134.98 კმ²
ცენტრის სიმაღლე 501 მეტრი
მოსახლეობა 65 127 (1 იანვარი, 2023)[1]
სასაათო სარტყელი UTC+1 და UTC+2
სატელეფონო კოდი 04242
საფოსტო ინდექსი 9500[2]
საავტომობილო კოდი VI
ოფიციალური საიტი https://villach.at/
ფილახი — ავსტრია
ფილახი

ფილახი (გერმ. Villach) — ქალაქი სამხრეთ ავსტრიაში, მეორე უდიდესი ქალაქი კარინტიის ფედერალურ მხარეში. მდებარეობს მდინარე დრავაზე და წარმოადგენს გადაზიდვების მნიშვნელოვან გზაჯვარედინს მთლიან ავსტრიასა და ალპ-ადრიის რეგიონს შორის. 2011 წლის მონაცემებით, მისი მოსახლეობა 59 285 ადამიანს შეადგენდა.[3]

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფილახის ცენტრის სიახლოვეს

ფილახში აღმოჩენილი უძველეს ადამიანთა ნაკვალევი ძვ. წ. 3500 წლით თარიღდება. ასევე აღმოჩენილია მრავალი რომაული არტეფაქტი, რადგან იგი მნიშვნელოვანი რომაული გზის სიახლოვეს მდებარეობდა. 878 წლის დოკუმენტში მოხსენიებულია ხიდი, რომელზეც ქალაქია გაშენებული. ამ დასახლებას 1060 წელს სავაჭრო ქალაქის სტატუსი მიენიჭა. კონკრეტულად ფილახი კი 1240 წელსაა მოხსენიებული.

1348 წლის 25 იანვირს მიწისძვრამ ფილახის მნიშვნელოვანი ნაწილი დაანგრია, რასაც 1690 წელს სხვა მიწისძვრა მოჰყვა. ასევე იყო მრავალი ხანძარი, რომლებმაც ქალაქის არაერთი შენობა გაანადგურა.

1759 წელს, ავსტრიის იმპერატორმა მარია ტერეზიამ ფილახი და კარინტიის უდიდესი ნაწილი ფორმალურად იყიდა. ნაპოლეონის ომების დროს, ფილახი საფრანგეთის იმპერიის ილირიის პროვინციის შემადგენლობაში შედიოდა, 1809 - 1813 წლებში.

1864 წელს, ფილახს მისწვდა სიუდბაჰნის რკინიგზა, რამაც ქალაქის ზრდა-გაფართოება განაპირობა.

გერმანული ანშლუსის დროს (1938–45), როდესაც ავსტრიის ოკუპაცია ნაცისტურმა გერმანიამ მოახდინა, ფილახის მერი იყო ოსკარ კრაუსი — ენთუზიასტი ნაცისტი.[4]

მეორე მსოფლიო ომის დროს, მოკავშირეთა მიერ ფილახი 37-ჯერ დაიბომბა. დაახლოებით 42 500 ბომბმა იმსხვერპლა 300 ადამიანი და გაანადგურა შენობათა 85%. მიუხედავად ამისა, ქალაქი მალე აღადგინეს.[5]

დღეისათვის, ფილახი საქმიანი ქალაქია, ვაჭრობითა და რეკრეაციით, თუმცა, დღემდე ინარჩუნებს ისტორიულ წარსულს.

დაძმობილებული ქალაქები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. https://www.statistik.at/statistiken/bevoelkerung-und-soziales/bevoelkerung/bevoelkerungsstand/bevoelkerung-zu-jahres-/-quartalsanfang
  2. Villach, Villach, Kärnten - Austria Postcode
  3. Einwohnerzahl und Komponenten der Bevölkerungsentwicklung (Population and Components of Population Growth) German (pdf). Statistik Österreich (English Version) (2007-11-29). ციტირების თარიღი: 2007-12-27.
  4. Lisa Rettl, Werner Koroschitz, "Ein korrekter Nazi: Oskar Kraus, ns-oberbürgermeister von Villach", Drava (2006), ISBN 3-85435-501-7
  5. Luftkrieg (aerial warfare) "Ostmark" German. www.airpower.at. Martin Rosenkranz (2003-08-13). ციტირების თარიღი: 2007-12-18.