ფილადელფიის ორკესტრი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ფილადელფიის ორკესტრი მდებარეობს ფილადელფიაში, პენსილვანია, აშშ-ის სიმფონიურ ორკესტრთა “დიდი ხუთეულის” წევრია და მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო კომპანიად ითვლება. 2001 წლიდან ორკესტრი საკუთარ კონცერტთა ყოველწლიურ სერიას კიმელის საშემსრულებლო ხელოვნების ცენტრში ასრულებს, მუსიკის აკადემიასთან. ეს უკანასკნელი ორკესტრის ყოფილი ბინა იყო მისი დაფუძნებიდან ნახევარი საუკუნის განმავლობაში.

ორკესტრი დაფუძნდა 1900 წელს ფრიც შილის მიერ, რომელიც ასევე მისი პირველი დირიჟორი იყო. 1907 წელს კარლ პოჰლიგი იღებს მის პოსტს, თუმცა ორკესტრის მთავარი და მნიშვნელოვანი დირიჟორი 1912 წლიდან ლეოპოლდ სტოკოვსკი იყო, რომელმაც ორკესტრს საქვეყნოდ გაუთქვა სახელი. მისი ხელმძღვანელობით ორკესტრმა უდიდესი ვირტუოზის რეპუტაცია მოიხვეჭა.

სტოკოვსკის დირიჟორობით ორკესტრი ასრულებდა 1940 წლის დისნეის ფილმში “ფანტაზია”.

1936 წელს ორგანიზაციას შეუერთდა იუჯინ ორმანდი და 1938 წლამდე სტოკოვსკისთან ერთად ორკესტრის მთავარი დირიჟორის პოსტი ეჭირა, რის შემდეგაც ის ამ როლს სრული დატვირთვით იღებს. ის ორკესტრში 40 წლის განმავლობაში მოღვაწეობდა და ამ ორკესტრის მრავალი საუკეთესო ნამუშევარი მისი ხელმძღვანელობითაა ჩაწერილი.

ორმანდის შემდეგ მთავარი დირიჟორი რიკარდო მუტი ხდება (1981-92), ხოლო შემდეგ კი ვოლფგანგ სავალიში (1993-2002). ორკესტრის ამჟამინდელი სამუსიკო დირექტორი ქრისტოფ ეშენბახია.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]