ფიერასფერასებრნი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ფიერასფერასებრნი
Echiodon rendahli (no common name).gif
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: ცხოველები
რიგი: ქორჭილასნაირნი
ლათინური სახელი
Fierasferidae ან Carapidae

ფიერასფერასებრნი (ლათ. Fierasferidae ან Carapidae) — თევზების ოჯახი ქორჭილასნაირთა რიგისა. მათი სხეულის სიგრძე 30 სმ აღწევს. აქვთ შიშველი, წაგრძელებული სხეული; ანალური ხვრელი თავთან, ყელზეა მოთავსებული. ოჯახში 4 გვარის 25 სახეობაა. გავრცელებული არიან ტროპიკული და სუბტროპიკული ზღვების სანაპირო წყლებში. ფიერასფერასებრნთა განვითარება მეტამორფოზით ხდება: მატლები თავდაპირველად პლანქტონში ბინადრობენ, შემდეგ ეშვებიან ფსკერზე, იჭრებიან ზღვის ცხოველების სხეულში და პარაზიტულად ცხოვრობენ. ზრდასრული თევზი მასპინძლის სხეულიდან გამოდის.

ლიტერატურა[რედაქტირება]