ფეხფესვა უდემანსიელა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ფეხფესვა უდემანსიელა
Xerula.radicata3.-.lindsey.jpg
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: სოკოები
კლასი: ბაზიდიუმიანი სოკოები
რიგი: Agaricales
ოჯახი: Physalacriaceae
გვარი: უდემანსიელა
სახეობა: Oudemansiella Radicata
ლათინური სახელი
Oudemansiella Radicata

ფეხფესვა უდემანსიელა (ლათ. Oudemansiella Radicata) — Agaricales-ს რიგის სოკო.

ქუდი 3-10 სმ-მდე დიამეტრისაა, ბრტყლად ამოზნექილი, ახასიათებს ბორცვაკი, კიდეებისკენ რადიალურად ზოლიანია, ლორწოიანი ზედაპირით; მოთეთროა ან მოყავისფრო. ფირფიტები სქელია, განიერი, მეჩხრად განწყობილი, მოთეთრო, კიდეები კი - ყავისფერი. ფეხი 10-20 სმ სიგრძისაა და 0,5-0,7 სმ სისქისაა, ქუდისაკენ გაწვრილებული, შუაში გაბერილი, თითისტარისებრი, ძირში ფესვისებურადაა დაგრძელებული და დაგრეხილია, ხრტილოვანი აგებულებისა, ოდნავ ზოლიანია, თეთრია ან მურა. რბილობი თეთრია. სპორები ფართოელიფსისებრია, უფერული, 12-15X9-11 მკმ. იზრდება ნიადაგზე ტყეში, გამხმარ და დამპალ ფოთლებს შორის, აგრეთვე დამპალ ხეებზე და მათ ახლოს, გაზაფხულიდან გვიან შემოდგომამდე. გამოიყენება საჭმელად მხოლოდ ქუდი.[1]

სქოლიო[რედაქტირება]

  1. "საქართველოს სოკოები" ივანე ნახუცრიშვილი 2007, "ბუნება პრინტი" ISBN 99940-856-1-1