ფეხბურთი ჩილეში

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჩილეს ეროვნული სტადიონი

დღეისათვის, ფეხბურთი ჩილეში ყველაზე პოპულარულ სპორტის სახეობას წარმოადგენს. ამ ქვეყნის საფეხბურთო ისტორია დაკავშირებულია ბრიტანელ მეზღვაურებთან, როდესაც XIX საუკუნეში ჩილესა და დიდ ბრიტანეთს შორის გაცხოველებული სავაჭრო ურთიერთობები დამყარდა.

ჩილეს საფეხბურთო ისტორია იწყება ქალაქ ვალპარაისოდან, რომელიც ამ დროისათვის წარმოადგენდა ქვეყნის უდიდეს პორტს. ბრიტანელები აქ ხშირად თამაშობდნენ ფეხბურთს, რასაც ადგილობრივები დიდი ინტერესით უყურებდნენ. სწორედ ვალპარაისოს არისტოკრატულმა ოჯახებმა გამოიჩინეს ინტერესი ამ სპორტისადმი.

ჩილეს პირველი საფეხბურთო გუნდი 1895 წელს ვალპარაისოს პორტში შეიქმნა და მას ერქვა "ვალპარაისოს ფეხბურთის გუნდი". ამას მოყვა იმავე 1895 წელს ფეხბურთის სამთავრობო დონეზე აყვანა და ჩილეს ფეხბურთის ფედერაციის შექმნა. ჩილე იყო ერთ-ერთი დამაარსებელი სამხრეთ ამერეიკის ფეხბურთის კონფედერაციისა, რომელიც გულისხმობდა სამხრეთ ამერიკის ჩემპიონატს ფეხბურთში, რასაც ჩვენ დღეს კოპა ამერიკის სახელით ვიცნობთ.

ამჟამად, ჩილური ფეხბურთი ერთ-ერთი უძლიერესია მთელს ლათინურ ამერიკაში და ჩილეს საფეხბურთიო კლუბი კოლო-კოლო ერთადერთია ჩილეში, რომელმელსაც ლიბერტადორესის თასი აქვს მოგებული.

1962 წელს, ჩილემ უმასპინძლა ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატს, სადაც ჩილეს ნაკრებმა მე-3 ადგილი დაიკავა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]