ფერნანდო მორიენტესი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ფერნანდო მორიენტესი

ფერნანდო მორიენტეს სანჩესი დაიბდა 1976 წლის 5 აპრილს ესპანეთის ქალაქ კილეროსში, მისი მამა ჟანდარმერიის თანამშრომელი იყო და პროფესიის გამო ხშირად უწევდა საცხოვრებელი ადგილის შეცვლა, როდესაც ფერნანდო 5 წლის იყო მისი ოჯახი ტოლედის გარეუბან სონსეკაში დასახლდა. აქ დაიწყო პირველად მორიენტესმა ფეხბურთის თამაში, თავიდან სამოყვარულო დონეზე სანამ ალბასეტეს სკაუტებმა არ მიაქციეს ყურადღება. მისი დებიუტი პრიმერა დივიზიონში შედგა 1993 წლის 7 ნოემბერს ალბასეტე_ტენერიფეს მატჩში, მაშინ ის 17 წლის იყო.ფერნანდომ ალბასეტეში 2 სეზონი დაჰყო და 22 მატჩში 5 გოლი გაიტანა, მისი მრწვრთნელი ბენიტო ფლორო იყო რომელმაც მორიენტესის შესახებ განაცხადა: " ჩვენდა სამწუხაროდ, ოჯახში გვყავდა ღორი, რომელსაც საკვებს არ ვაძლევდით, ახლა კი მას აუცილებლად სხვა წაიყვანს." ფლორო მართალი აღმოჩნდა ის სარაგოსამ წაიყვანა სადაც მან ორი სეზონი დაჰყო და 66 თამაში 28 გოლი გაიტანა. მორიენტესმა კარგი თამაშით მადრიდის რეალის ყურადღება მიიპყრო და ის 1997 წელს 6,6 მილიონად შეიძინეს ფაბიო კაპელოს მოთხოვნით, თუმცა როდესაც ფერნანდო კლუბში მივიდა მწვრთნელი შეცვლილი დახვდა, რეალს სათავეში იუპ ჰაინესი ედგა. გერმანელი სპეციალისტი ცდებს მიმართავდა და ცენტრალური თავდამსხმელის პოზიციაზე რიგრიგობით ათამაშებდა მორიენტეს და შუკერს. ნანდომ 33 შეხვეფდრაში 12 გოლი გაიტანა და რეალის საუკეთესო ბომბარდირი გახდა(შუკერს, მიატოვიჩსა და რაულს 10 გოლი ჰქონდათ გატანილი). პირველსავე მატჩში რეალის მაისურით დუბლი გაიფორმა. იმ წელს რეალი პრიმერა დივიზიონში მეოთხე ადგილზე გავიდა სამაგიეროდ მოიგო ჩემპიონთა ლიგა, ელ მორომ 4 მნიშვნელოვანი გოლის გატანა მოახერხა. 1998_99 წლწბში 25 თამაში 19 გოლი გაიტანა, ასევე 19 გოლი შემდეგ სეზონზეც. 2000 წელს მადრიდის რეალმა ჩემპიონთა ლიგის ფინალში ვალენსია დაამარცხა 3_0, პირველი გოლო ფერნანდომ გაიტანა და ამით მადრიდელებს თამაშის გაკონტროლების საშუალება მისცა. ეს გოლი მან ფერნანდო იეროს მიუძღვნა რომელმაც მატჩამდე გოლის გატანა უწინასწარმეტყველა. 1999_2000 წლის სეზონში გუნდში ანელკა მოვიდა, დაიწყო საუბარი მორიენტესის წასვლის შესახე, თუმცა ფერნანდომ მცირე სათამაშო დროის მიუხედავად 12 გოლის გატანა მაინც მოახერხა და საბოლოოდ კლუბიდან წასვლა ანელკას მოუწია. შემდეგ სეზონში მორიენტესს დიდი დრო გასუცდა ტრავმების გამო, სწორედ ტრავმის გამო გამოტოვა ჩემპიონტა ლიგის მეოთხედ ფინალური თამაში მიუნხენის ბაიერნის წინააღმდეგ სადაც რეალი ასპარეზობას გამოეთიშა. 2001_02 წლებში რეალმა პრიმერასთვის ბრძოლა ვალენსიასთან წააგო თუმცა კვლავ შესანიშნავად თამაშობდა მორიენტესი რომელმაც იმ სეზონში 18 გოლი გაიტანა 31 მატჩში, ლას_პალმასის წინააღმდეგ გაიმეორა პუშკაშის რეკორდი_ერთ მატჩში 5 გოლი, აღსანიშნავია ისიც რომ მას მეექვსე გოლის გატანაც შეეძლო თუმცა ბოლო წუთზე დანიშნული პენალტი ვერ გამოიყენა. პატრიკ კლიუვერტთან ერთად იგი პრიმერას საუკეთესო ბომბარდირი გახდა. ამავე წელს რეალმა მესამედ აღმართა ჩემპიონთა ლიგის თასი, მათ ბაიერი დაამარცხეს რაულისა და ზიდანის ფანტასტიკური გოლის წყალობით.

2002 წლის 30 აგვისტოს მადრიდელები გაემგზავრნენ მონაკოში ევროპის სუპერთასის მოსაპოვებლად, ამ დროს მადრიდის რეალის პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი რონალდოს ტრანსფერზე მუშაობდა, თამაშის წინ კი რეალის ერთ_ერთმა ხელმძღვანელმა მორიენტეს უთხრა რომ ის უნდა გადასულიყო ბარსელონაში რადგან მასში აღებული ფული რონალდოს ყიდვაში დახმარებოდათ, მორიენტესმა წასვლაზე კატეგორიული უარი განაცხადა. სტივ მაკმანამანი თავის ავტობიოგრაფულ წიგნში იხსენებს: "ეს გავდა გაელვებას მოწმენდილ ცაზე, ის გააგდეს გუნდიდან, ჩვენ ვფიქრობდით:" ღმერთო ჩემო რა ხდება? მას ხომ უნდა ეთამაშა დღეს, ის ჩამოვიდა აქ ჩვენთან ერთად და მატჩს თვალი ტრიბუნებიდან უნდა ადევნოს", გულშემატკივარი მღეროდა მისთვის ეს ემსგავსებოდა ნამდვილ მელოდრამას, გასახდელში ყველამ ვნახეთ თუ როგორ ჩაიცვა რაულმა მორიენტესის მაისური და მზად იყო გამოეჩინა გოლის გატანის შემთხვევაში, მან თქვა რომ ამას მეგობრობის გამო აკეთებდა. რაულმა თავის გამოჩენა ვერ შეძლო, მხოლოდ ღმერთმა უწყის რა მოყვებოდა რაულის ამ საქციელს გოლი რომ გაეტანა." თამაში 3_1 დასრულდა მადრიდის რეალის სასარგებლოდ თუმცა ვახშამზე ისინი არ ზეიმობდნენ, რაული და იერო დაუპირისპირდნენ ფლორენტინო პერეს ისინი ამბობდნენ რომ არ შეიძლება ფეხბურთელის გამოყენება როგორც სავაჭრო ვალუტა. მისი მეგობრები თვლიდნენ რომ არ შეიძლება ასე მოექცე ფეხბურთელს რომელმაც რეალისთვის ბევრი რამ გააკეთა.

საბოლოოდ მორიენტესი დარჩა რეალში, თუმცა გადმოიყვანეს რონალდოც და სიტუაციაც შეიცვალა, ძირითადათ სათადარიგოთა სკამზე უწევდა ჯდომა, მან მხოლოდ 15 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 5 გოლი გაიტანა. ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს მის მიმართ ევროპის წამყვანი კლუბები იჩენდნენ ინტერეს მისმა ფასმა 30 მილიონს მიაღწია, თუმცა ფერნანდომ არ დატოვა რეალი. 2003_04 წლების სეზონში კი მორიენტესი რეალის გეგმებში აღარ შედიოდა, მისით კვლავ ბევრი კლუბი იყო დაინტერესებული თუმცა საბოლოოდ მონაკოში აღმოჩნდა ერთ წლიანი იჯარით. მან მალე გაიარა ადაპტაცია და შესანიშნავად ათამაშდა. მონაკომ ჩემპიონთა ლიგის ფინალამდე მიაღწია სადა პორტოსთან 3_0 დამარცხდა, სამაგიეროდ მორიენტესი ბომბარდირი გახდა და საუკეთესო თავდამსხმელადაც აღიარეს. მისი გოლების წყალობით გამოეთიშა რეალი ჩემპიონთა ლიგას მეოთხედ ფინალიდან. 2004 წლის ზაფხულში რეალის მწვრთნელად დაინიშნა კამაჩო, ფერნანდოს გაუჩნდა იმედი რომ რეალში დააბრუნებდნენ, ასეც მოხდა თუმცა ორ თვეში ლივერპულიდან მაიკლ ოუენი გადმოიყვანეს, რეალის თავდასხმაში 4 უძლიერესი ფეხბურთელი აღმოჩნდა( რაული, მორიენტესი, რონალდო, ოუენი), ნანდოს კიდევ უფრო ნაკლები სათამაშო დრო ჰქონდა_13 შეხვედრიდან არც ერთი არ დაუწყია სასტარტოში, ამიტომ ზამთრის შესვენებაზე 2005 წლის 12 იანვარს ლივერპულში გადავიდა. იმ წელს ლივერპულმა ჩემპიონთა ლიგა მოიგო, ნანდოს არ ჰქონდა მონაწილეობის მიღების უფლება რადგან რეალთან ერთად ერთი შეხვედრა ჰქონდა ჩატარებული. მორიენტეს ძალიან გაუჭირდა ინგლისში ადაპტაცია და 61 შეხვედრაში მხოლოდ 12 გოლი გაიტანა. 2006 წელს ის ესპანეთში დაბრუნდა ამჯერად ვალენსიას შემადგენლობაში და ჩემპიონთა ლიგის პირველსავე შეხვედრაში ჰეთთრიკი გაიფორმა, ასევე პრიმერა დივიზიონში პირველივე სამ შეხვედრაში სამი გოლი გაიტანა. ვალენსიასთან ერთად მოიგო ესპანეთის სამეფო თასი, მან ფინალში გოლიც გაიტანა. 2009 წელს ის მარსელის ოლიმპიკში გადავიდა სადაც მრწვრთნელი დიდიე ედეშამი იყო, მისი ყოფილი მწვრთნელი მონაკოში. თუმცა ტრავმებით დატანჯულს თამაში უჭირდა და უკვე შეცვლებზედაც იშვიათად ჩანდა.

2010 31 აგვისტოს კარიერის დასრულების შესახებ განცხადება გააკეთა, მან დაადასტურა რომ შემოთავაზებები ჰქონდა ამერიკიდან და აზიიდან, ასევე ბოლო მომენტში გააქტიურდა ლისაბონის სპორტინგიც მაგრამ მორიენტესს მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი ფეხბურთიდან წასვლა "17 წელი ვთამაშობდი ფეხბურთს, მორჩა, საკმარისია, ახლა მინდა დავისვენო და უფრო მეტი ყურადღება ოჯახს დავუთმო:_განაცხადა მან.

მორიენტესი ესპანეთის ეროვნული ნაკრების ერთ_ერთი საუკეთესო ბომბარდირია, ის მეოთხე ადგილს იკავებს მის წინ მისი მეგობრები ვილია, რაული და იერო არიან. თვრამეტ წლამდელებში 93_94 წლებში მან 12 თამაში 10 გოლი გაიტანა, ოცწლამდელთა ნაკრებში 5 თამაში 1 გოლი. სარაგოსაში კარგი თამაშის გამო 21წლამდელთა ნაკრებშიც ითამაშა და ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონატი მოიგო, ასევე გამოიძახეს ოლიმპიურ ნაკრებში სადაც მისი გუნდი ყველასათვის მოულოდნელად მეოთხედ ფინალში არგენტინასთან 4_0 დამარცხდა.

მისი დებიუტი ეროვნულ ნაკრებში 1998წლის 25 მარტს შედგა დანიის წინააღმდეგ ამხანაგურ მატჩში სადაც მას მეორე და მეოთხე წუთზე უკვე ორი გოლი ჰქონდა გატანილი, თუმცა 1998 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მას და მის გუნდს უდიდესი იმედგაცრუება ელოდა, მათ ჯგუფიდან გასვლა ვერ მოახერხეს. 2000წელს მორიენტესმა კარგად ითამაშა და იმედი ჰქონდა რომ ევროპის ჩემპიონატზე წაიყვანდნენ, მაგრამ კამაჩომ ის არ წაიყვამა. ბრწყინვალე ფორმაში იყო 2002 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე სადაც მან და რაულმა სამ_ სამი გოლი გაიტანა, კორეასთან მეოთხედფინალურ შეხვედრაში კი მსაჯმა სრული წესებით გატანილი ორი გოლი(ხოაკინი, მორიენტესი) არ ჩათვალა და ესპანეთი ასპარეზობას გამოეთიშა. 2003 წელს როდესაც ის სათადარიგოთა სკამზე იჯდა მაშინაც კი იძახებდნენ ნაკრებში, 30 აპრილს მან ჰეთთრიკი გაიფორმა ეკვადორთან. 2004 წელს ევროპის ჩემპიონატზე ესპანეთის ანგარიშზე სულ ორი გოლი იყო, აქედან ერთი მორომ გაიტანა. ფერნანდოს აგრეთვე იძახებდნენ 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპებზე, თუმცა არასახარბიელო ფორმის გამო გერმანიაში არ წაიყვანეს. ბოლო გოლი ნაკრებში მან 2007 წლის 24 მარტს გაიტანა დანიის ნაკრების წინააღმდეგ. ამის შემდეგ მას ნაკრებში აღარ უთამაშია. მის ანგარიშზე 47 შეხვედრაში 27 გოლია.

ტიტულები:

მადრიდის რეალი: 3 ჩემპიონთა ლიგა 2 ლა ლიგა 3 ესპანეთის სუპერ თასი 2 საკონტინეტთაშორისო თასი

მონაკო უეფას ჩემპიონთა ლიგის მეორე ადგილოსანი

ლივერპული უეფას სუპერ თასი ინგლისის ასოციაციის თასი

ვალენსია ესპანეთის სამეფო თასი

მარსელი საფრანგეთის ლიგა საფრანგეთის თასი

2003 წლის ჩემპიონთა ლიგისბომბარდირიდასაუკეთესოთავდამსხმელი