ფერდინანდ ფონ ბრედო

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბრედო, ფერდინანდ ფონ (გერმ. Ferdinand von Bredow) (დ. 1884 — გ. 30 ივნისი 1934, ბერლინი) — გერმანელი სამხედრო და პოლიტიკური მოღვაწე, რაიხსვერის გენერალ-მაიორი და სამხედრო დაზვერვის შეფი.

გენერალ-მაიორი ფონ ბრედო გენერალ კურტ ფონ შლეიხერთან ერთად ჰიტლერის რეჟიმის მოწინააღმდეგე იყო. ვაიმარის რესპუბლიკის ბოლო დღეებში იგი სამხედრო დაზვერვას ხელმძღვანელობდა და ამით პირდაპირი კონკურენტი იყო ნაცისტური პარტიის სადაზვერვო სამსახურის - "სდ"-სი და მისი შეფის რაინჰარდ ჰაიდრიხის.

რიომის პუტჩის დროს იგი, ისევე როგორც კურტ ფონ შლაიხერი, ფიურერის მოწინააღმდეგეთა სა სასიკვდილოდ დასაჯელთა სიაში მოხვდა. 1934 წლის 30 ივნისს - "გრძელი დანების ღამეს" - გენერალ-მაიორი ფონ ბრედო ""სს"-ელების მიერ მოკლულ იქნა ბერლინ-ლიხტენფელდეს სამხედრო კაზარმაში.