ფერდინანდო გონძაგა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ფერდინანდო გონძაგა (იტალ.: Ferdinando Gonzaga) (დ. 26 აპრილი, 1587 - გ. 29 ოქტომბერი, 1626) – იტალიელი საეკლესიო და სახელმწიფო მოღვაწე.


ბიოგრაფია[რედაქტირება]

ფერდინანდო მანტუისა და მონფერატოს ჰერცოგის ვინჩენცო I გონძაგას მეორე ვაჟი იყო და საეკლესიო ცხოვრებისათვის ამზადებდნენ. 1605 წელს უკვე 18 წლის ასაკში იგი კარდინალი გახდა. 1612 წელს მისი უფროსი ძმა ჰერცოგი ფრანჩესკო IV უშვილოდ გარდაიცვალა და ფერდინანდო იძულებული გახდა საეკლესიო ცხოვრება მიეტოვებინა.

იმავე 1612 წელს ფერდინანდო გონძაგა მანტუისა და მონფერატოს ჰერცოგი გახდა. 1615 წელს მან იქორწინა კამილა რეტიჩინაზე, რომელსაც ერთი წლის შემდეგ 1616 წელს გაეყარა. 1617 წლის 16 თებერვალს ფერდინანდომ ხელმეორედ იქორწინა. ამჯერად ტოსკანას დიდი ჰერცოგის ფერდინანდო I-ის ქალიშვილზე კატერინა დე’ მედიჩიზე, რომელთანაც მას შვილი და მემკვიდრე არ შეძენია.

როცა ფერდინანდო გონძაგა 1626 წელს 39 წლის ასაკში გარდაიცვალა, ერთადერთი მემკვიდრე მისი უმცროსი ძმა, ვინჩენცო II დარჩა, რომელსაც ზუსტად ისეთივე ნაბიჯის გადადგმა მოუწია, როგორიც ფერდინანდოს 13 წლის წინ.


იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]