ფენაკიტი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ფენაკიტი
Phenakite-ph0919b.jpg
საერთო
ქიმიური ფორმულა Be2[SiO4]
იდენტიფიკაცია
ფერი უფერული, ყვითელი, ვარდისფერი, თეთრი ან ნაცრისფერია
კრისტალის სინგონია ტრიგონური
სიმაგრე მოოსის სკალით 7,5 - 8,0
სიმკვრივე 2940-3000 კგ/მ³

ფენაკიტი (ბერძნ. phenax, ნათ. ბრ. phenakos – მატყუარა) — სილიკატების კლასის მინერალი. ქიმიური შედგენილობა Be2[SiO4]. კრისტალდება ტრიგონურ სინგონიაში. გვხვდება წვრილ-წვრილი კრისტალების სახით. აქვს მინისებრი ელვარება, გამჭვირვალეა. უფერული, ყვითელი, ვარდისფერი, თეთრი ან ნაცრისფერია. სიმაგრე მინერალოგიური სკალით 7,5 – 8,0; სიმკვრივე 2940-3000 კგ/მ³.

წარმოიქმნება მეტამორფულ ქანებში, აგრეთვე გრანიტულ პეგმატიტებში. ბერილიუმის ერთ-ერთი მადანია. იშვიათი მინერალია. ფენაკიტის დიდი ზომის გამჭვირვალე კრისტალები II კლასის ძვირფასი ქვებია.

პირველად ფენაკიტი XIX საუკუნეში მოიპოვეს ურალზე. დეტალურად ფენაკიტი აღწერილ იქნა 1833 წელს ნორდენშელდის მიერ. შემდგომ წლებში მინერალის ადგილმდებარეობა გამოავლინეს ნორვეგიაში, ბრაზილიასა და აფრიკაში (ნამიბია, ზიმბაბვე).

ფენაკიტის ყველაზე მსხვილი ადგილმდებარეობა გამოვლინებულია რუსეთში (ურალი), იტალიაში, ავსტრიაში, მადაგასკარზე, ბრაზილიაში (მინას-ჟერაისი), აშშ-ში (კალიფორნია) და სხვა.

გამჭვირვალე კრისტალებს იყენებენ საიუველირო საქმიანობაში.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება]