ფემკი ჯენსენი

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ჰოლანდიელი მსახიობი და ფოტომოდელი დაიბადა 1 იანვარს 1964 წელს ამსტერდამში. იმის მიუხედავად, რომ მისთვის ოჯახს დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, ოცი წლის ფამკემ გადაწყვიტა, რიმ მისი ნიუ–იორკში გამგზავრების დრო მოვიდა პროფესიონალური კარიერის გასაგრძელებლზად. იმ დროს ის ეკონომიკას სწავლობდა ამსტერდამის უნვერსიტეტში, თუმცა პოდიუმზე ოცნებობდა.

სააგენტო 'Elite' ახალგაზრდა ჰოლანდიელთან დადო კონტრაქტი დაუფიქრებლად, მაგრამ ამის მიუხედავად, მას სწავლა არ მიუტოვებია. ფამკემ ჩააბარა კოლუმბიის უნივერსიტეტში, სადაც ლიტერატურის შეისწავლიდა. მაშინ გადაწყვიტა მან ძალები დრამატულ ხელოვნებაშიც ეცადა და ჰაროლდ გასკინის სამსახიობო ხელოვნების კურსებზე დაიწყო სიარული – შედეგად ის ლოს–ანჟელესში გადავიდა. აქ ის აგრძელებდა მეცადინეობებს და მალევე პატარა როლი მიიღო ტელეფილმში 'მამები და შვილები'. ეს 1992 წელი იყო.

რაც მარღალია, იანსენის სადებიუტო როლმა ფურორი არ მოახდინა, ამიტომაც მას მომავალში არც ისე ბევრი წინადადება შემოუდიოდა. ასე თუ ისე, ფამკემ მიიღო როლი ტელესერიალში 'სტარ–ტრეკი', შემდეგ კი 'მერლოუზ–პლეისშიც'. შემდეგ კიდევ რამდენიმე უმნიშვნელო როლი მოყვა და, ბოლოს და ბოლოს, საოცნებო წარმატება ბონდიანას მომდევნო სერიის შემდეგ, სადაც ფამკემ ბონდის მეგობარი გოგონას როლი – ქსენია ონატოპის როლი შეასრულა.

თუმცა ამ წარმატებამ არ გამოამჟღავნა მომხიბვლელი ჰოლანდიელის შესაძლებლობები ბოლომდე, რომელსაც ეშინოდა, რომ მას აღიქვავენ მხოლოდ როგორც femme fatale. ამიტომაც მომავალში მან უპირატესობა მიანიჭა უფრო დამოუკიდებელ პროექტებში გადაღებას და არა მეინსტრიმ–სურათებში. გასული საუკუნის 90–ნი წლებში ფამკემ მონაწილეობა მიიღო რამდენიმე ფილმში.

"ადამიანები Х"(2000) წარმატების შემდეგ ფამკემ მონაწილეობა მიიღო არანაკლებ საინტერესო სურათებში. რაც ვარსკვლავის პირად ცხოვრებას ეხება, ამაზე საკმაოდ ცოტა რამაა ცნობილი. ფამკეს არ უყვარს თავისი სულიერი ნერვიულობის გაზიარება აუდიტორიისთვის. ცნობილია მხოლოდ ის, რომ მომავალი ქმარი, მსახიობი და რეჟისორი ტოდ უილიამსთანი, ფამკემ ჯერ კიდევ კოლეჯში სწავლისას გაიცნო.

თუმცა, იმის მიუხედავად, რომ ცოლ–ქმარმა 11 წელი იცხოვრა ერთად, მათი ქორწინება დაინგრა. განქორწინების მიზესს მსახიობი იმით ხსნის, რომ მას საოჯახო ცხოვრებაზე დრო არააქვს. მაგრამ ის არ ნანობს, რომ ასეთი ცხოვრება ამოირჩია. თავისუფალ დროს ფამკე მეგობრებთან ერთად ატარებს.