ფელიქს ჰაუსდორფი

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ფელიქს ჰაუსდორფი

ფელიქს ჰაუსდორფი (დ. 8 ნოემბერი, 1868, ბრესლაუ, ახლანდელი ვროცლავი — გ. 26 იანვარი, 1942, ბონი), გერმანელი მათემატიკოსი. 1891 წელს დაამათავრა ლაიფციგის უნივერსიტეტი. 1895-იდან ასწავლიდა იქვე (1902-იდან პროფესორი); მოგვიანებით გრაიფსვალდის, 1921-იდან — ბონის უნივერსიტეტების პროფესორი. ჰაუსდორფმა დიდი წვლილი შეიტანა მათემატიკის სხვადასხვა დარგში — სიმრავლეთა თეორიაში, ტოპოლოგიაში, ფუნქციონალურ ანალიზში, უწყვეტ ჯგუფთა თეორიაში, რიცხვთა თეორიაში.

ლიტერატურა [რედაქტირება]

  • ქსე, ტ. 11, გვ. 607-608, თბ., 1987