ფელიქს ბრაუნი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ფელიქს ბრაუნი
გერმ. Felix Braun
დაბადების თარიღი 4 ნოემბერი, 1885(1885-11-04)[1] [2] [3] [4]
დაბადების ადგილი ვენა[1]
გარდაცვალების თარიღი 29 ნოემბერი, 1973(1973-11-29)[1] [2] [3] [4] (88 წლის)
გარდაცვალების ადგილი კლოსტერნოიბურგი[1]
დასაფლავებულია ვენის ცენტრალური სასაფლაო
საქმიანობა პოეტი, ხელოვნებათმცოდნე, ჟურნალისტი, დრამატურგი, ლიტერატურული კრიტიკოსი, უნივერსიტეტის პროფესორი და მწერალი
მოქალაქეობა  ავსტრია
ჯილდოები ავსტრიის დიდი სახელმწიფო პრემია ლიტერატურაში, ქალაქ ვენის საპატიო ბეჭედი, City of Vienna Literature Prize[5] , ფრანც გრილპარცერის პრემია და ავსტრიის საპატიო ნიშანი „მეცნიერებისა და ხელოვნებისთვის“

ფელიქს ბრაუნი (გერმ. Felix Braun, დ. 4 ნოემბერი, 1885, ვენა — გ. 29 ნოემბერი, 1973, კლოსტერნოიბურგი, ავსტრია) — ავსტრიელი პოეტი, დრამატურგი, პროზაიკოსი და ესეისტი. ვენაში სწავლობდა ხელოვნების ისტორიას და გერმანისტიკას. 1928–1938 წლებში მუშაობდა პრივატ–დოცენტად პალერმოსა და პადუაში. 1939 წელს ემიგრაციაში მიდის ინგლისში. 1951 წელს ბრუნდება ვენაში და განაგრძობს სამეცნიერო და შემოქმედებით მოღვაწეობას არის ავსტრიის დიდი ლიტერატურული პრემიისა და გრილპარცერის პრემიის ლაურეატი.

ფელიქს ბრაუნის მსოფლმხედველობასა და ლიტერატურულ გემოვნებას აყალიბებს ანტიკური კულტურა, კათოლიკური ჰუმანიზმი და ავსტრიული ლიტერატურული ტრადიციები. შემოქმედებით საქმიანობას იწყებს ნეოკლასიციზმის, ნეორომანტიზმისა და ვენური იმპრესიონიზმის გარემოცვაში. შემოქმედებაში უხვად იყენებს ბერძნულ მითოლოგიას, ბიბლიურ და ისტორიულ თემებს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • დალი ფანჯიკიძე, მთარგმნელისაგან, „ჩვენი მწერლობა“, №10, გვ. 55, 2006

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]