ფახვერკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ფახვერკული სახლები მონშაუში, გერმანია

ფახვერკი (გერმ. Fachwerk, Fach „პანელი“, „სექცია“ და werk „საქმე“, „ნაგებობა“) — შემომღობი კონსტრუქციის ტიპი. ძირითადად იყენებენ მცირესართულიან ნაგებობებში. ფახვერკი წარმოადგენს ხის ჰორიზონტალური და შვეული, აგრეთვე ირიბად განლაგებული ძელების სისტემით შექმნილ კარკასს, რომელშიც ღია ადგილები შევსებულია ქვით. აგურითა და სხვა მასალით. ფახვერკული ნაგებობები ფართოდ იყო გავრცელებული შუა საუკუნეების დასავლეთ ევროპაში. თანამედროვე მშენებლობაში ხის კარკასიან, აგურით შევსებულ ფახვერკს იყენებენ ძირითადად თბილ ჰავიან რაიონებში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: