ფაციტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ფაციტი
შვედ.Facit
კატალოგის ტიპი: რეგიონალური, სკანდინავიის ქვეყნები
ენა: შვედური და ინგლისური
ქვეყანა, ქალაქი: შვედეთის დროშა შვედეთი, ვესტეროსი
დაარსდა: სექტემბერი, 1947
გამოცემის ფორმა: სამ ტომეული, რბილი ყდით, A4-ფორმატი; 2000 წლიდან CD-ROM-ი
პერიოდულობა: ყოველწლიური
ილუსტრაციები: 2007 წლიდან ფერადი
გამომცემელი: შვედ. Facit Förlags AB
საიტი: facit.se

ფაციტი (შვედ. Facit) — სკანდინავიის ქვეყნებში გამოცემული საფოსტო მარკების კატალოგი, გამოდის შვედეთში 1947 წლიდან.

ფაციტი სრულად და დეტალურად წარმოაჩენს ალანდის კუნძულების, გრენლანდიის, დანიის, ისლანდიის, ნორვეგიის, ფარერების, ფინეთის, შვედეთის, ასევე დანიის დასავლეთ ინდოეთის (დან. Dansk Vestindien) საფოსტო მარკებს. კატალოგი ორენოვანია და ინფორმაცია მოწოდებლია შვედურად და ინლისურად. კატალოგზე მუშაობს სკანდინავიელი კოლექციონერების 20-კაციანი კომიტეტი.

ფაციტის კატალოგს გამოსცემს შვედური კომპანია Facit Förlag AB, რომელიც მდებარეობს ქალაქ ვესტეროსში (შვედ. Västerås). 2007 წლიდან, ფილატელისტური კატალოგების თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად, ფაციტი წარმოადგენს საფოსტო მარკების ფერად ილუსტრაციებს.

კატალოგში თითოეული მარკის შესახებ შემდეგი მონაცემებია წარმოდგენილი:

კატალოგი ფაციტი ასევე იძლევა ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა ღირს ესა თუ ის მარკა სუფთა ან ბათილი მარკა, ფურცელი, ბლოკი, მარკების სერია, პირველი დღის კონვერტი ამჟამინდელ ფილატელისტურ ბაზარზე.

არსებობს კატალოგის რამდენიმე ვერსია:

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]