ფაშვის გადავსება

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ფაშვის გადავსება (ლათ.DILATATION RUMINIS) — ცხოველის მიერ უკონტროლო ჭამის შედეგად დიდი რაოდენობით კონცენტრული (ქერი, ჭვავი, ხორბალი,სიმინდის მარცვალი და სხვა) და უხეში მშრალი სახის (ნამჯა, ბზე, ჩენჩო ) საკვების დაგროვება.

გამომწვევი მიზეზი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ავადმყოფობის განვითარებას ხელს უწყობს წყლის, მოციონის, ვიტამინების, მინერალური ნივთიერების უკმარისობა და გამჭლევება.

კლინიკური ნიშნები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაავადების კლინიკური ნიშნებია საკვების მიუღებლობა, ცხოველი წუხს, მუცელზე იყურება, დგას მოკუზული, მუცელზე ირტყამს უკანა კიდურებს, მოუსვენრობს(ზოგჯერ წევს, წამოდგება), ბღავის, ცოხნა და ბოყინი უწყდება, ეწყება ნერწყვდენა, იშვიათად პირღებინება. მარცხენა საშიმშილე ფოსო უსწორდება კუკუხოს ზედაპირს. ფაშვის შიგთავსი მკვრივი კონსისტენციისაა, ხელის დაწოლისას წარმოიშობა ორმო (ფოსო), რომელიც ნელ-ნელა ქრება (ამოივსება), ფშვის შეკუმშვები სუსტდება და იშვიათი ხდება, ზოგჯერ ქრება კიდეც. სუსტდება წიგნარის ხმები, მაჭიკისა და ნაწლავების პერისტალტიკა. დეფეკაცია იშვიათია, განავალი მაგარია, დაფარულია ლორწოთი და აქვს მოშავო-მორუხო ფერი. ავადმყოფობის ხნგრლივი მიმდინარეობის შემთხვევაში ცხოველი მოწყენილია, ახასიათებს კუნთების ფიბრილური კანკალი. მოძრაობის დროს ბარბაცებს. პულსი გახშირებულია და სუსტი, სუნთქვა ხშირია, ლორწოვანი გარსები ციანოზურია.

მკურნალობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაავადების დასაწყისში ცხოველს უნიშნავენ 1-2 დღიან მშიერ დიეტას, წყალს არ უზღუდავენ, გაზების წარმოშობის საწინააღმდეგოდ ასმევენ იქტიოლს, 1 ლიტრა ფორმალინის 1%-იან ხსნარს, აწარმოებენ ფაშვის ამორეცხვას სუსტი მადეზინფიცირებელი ხსნარებით, უკეთებენ ფაშვის მასაჟს, დიათერმიას, აძლევენ საფაღარათოებს, რუმინატორულ საშუალებებს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ”ზოგადი ვეტერინარული ქირურგია”; ვლადიმერ თვალიაშვილი.