ფაუსტული

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
რომულუსის და რემუსის ფაუსტულუსის მიერ შეფარება, ზეთი პეტრო და კორტონა.

ფაუსტული - რომაულ მითოლოგიაში ალბა-ლონგელი მწყემსი, რომელმაც პალატინის ბორცვზე იპოვა ჩვილები რომულუსი და რემუსი, რომლებსაც ძუ მგელი ლუპა აწოვებდა ძუძუს. მან მის მეუღლესთან აკა ლარენციასთან ერთად აღზარდა ბავშვები, (ზოგიერთი ვერსიით ლარენცია იყო მეძავი).

მოგვიანებით გვარი ფაუსტული მიითვისა ერთმა რომაულმა ოჯახმა. ამაზე მეტყველებს სექსუს პომპეუს ფაუსტულის მიერ ქრისტეშობამდე 140 წელს მოჭრილი მონეტა, რომელზეც ერთ მხარეს გამოსახულია ფაუსტული, ხოლო მეორე მხარეს ბავშვები რომლებიც მგელს ძუძუს წოვენ.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]