ფატალიზმი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ფატალიზმი (ლათ. fatalis — ბედისწერით წინასწარ განსაზღვრული, საბედისწერო) — მსოფლმხედველობა, რომლის თანახმად, სამყაროს ყოველგვარი ხდომილობა და ადამიანის მოქმედება წინასწარ არის მკაცრად განსაზღვრული, ყველაფერი გარდაუვალია, რადგან გამორიცხულია შემთხვევითობა, შესაძლებლობა, ალბათობა და თავისუფლება. განასხვავებენ სამი ტიპის ფატალიზმს: მითოლოგიურს, რელიგიურს და რაციონალისტურს.

პირველს გარდაუვალობის საფუძვლად მიაჩნია ბედისწერა, მეორეს — ღმერთი, მესამეს კი — მიზეზობრიობის უწყვეტი ჯაჭვი. მითოლოგიური ფატალიზმი გაბატონებული იყო ანტიკურ ეპოქაში, რელიგიური ფატალიზმი — შუა საუკუნეებში, ხოლო რაციონალისტური — ახალი დროის ფილოსოფიაში. უკანასკნელი განსაკუთრებით დამახასიათებელია მექანისტური დეტერმინიზმისათვის.

ლიტერატურა[რედაქტირება]