ფასისმთა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ფასისმთა
კოორდინატები: 42°53′35″ ჩ. გ. 43°20′00″ ა. გ. / 42.89306° ჩ. გ. 43.33333° ა. გ. / 42.89306; 43.33333
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
რუსეთის დროშა რუსეთი
ტერიტორიული ერთეული რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარე
ყაბარდო-ბალყარეთი
სიმაღლე 3786 
ქედი რაჭის კავკასიონი
ამგებელი ქანები გრანიტი და კრისტალური ფიქალი
ასაკი პროტეროზოურ-ქვედაპალეოზოური
ფასისმთა — საქართველო
ფასისმთა
ფასისმთა — რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარე
ფასისმთა
სურათები ვიკისაწყობში

ფასისმთამწვერვალი საქართველოსა და რუსეთის (ყაბარდო-ბალყარეთი) საზღვარზე, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში, ონისა და ლენტეხის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვარზე. მდებარეობს რაჭის კავკასიონის მთავარ ქედზე, მდინარეების რიონისა და ცხენისწყლის სათავეებში. სიმაღლე ზღვის დონიდან 3786 მ. აგებულია პროტეროზოურ-ქვედაპალეოზოური გრანიტებითა და კრისტალური ფიქლებით. დამახასიათებელია ალპური რელიეფიცირკები და სხვა. ჩრდილოეთ კალთაზე არის თანამედროვე გამყინვარება. ფასისმთის კალთები შემოსილია ალპური და სუბალპური მდელოებით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]