ფასილ-გების ციხესიმაგრე
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| ფასილ-გების ციხესიმაგრე* | |
|---|---|
| იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი | |
|
|
|
| ქვეყანა | |
| ტიპი | კულტურული |
| კრიტერიუმები | ii, iii |
| სია | იუნესკოს სია |
| რეგიონი** | აფრიკა |
| კოორდინატები | / |
| გაწევრიანების ისტორია | |
| გაწევრიანება | 1979 (მე-3 სესია) |
| ნომერი | 19 |
| * იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში. ** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი. |
|
ფასილ-გების ციხესიმაგრე – ციხესიმაგრე ეთიოპიაში, მდებარეობს ამჰარის რეგიონის ქალაქ გონდერში. XVI–XVII საუკუნეებში ციხესიმაგრე წარმოადგენდა ეთიოპიის მეფის ფასილიდასის და მისი მემკვიდრეების რეზიდენციას.
ძველი ქალაქი გარშემორტყმულია 900-მეტრიანი გალავნით, რომლის მიღმაც მდებარეობს სასახლეები, ტაძრები, მონასტრები და უნიკალური საზოგადოებრივი და კერძო ნაგებობები. არქიტექტურა ინდური და არაბული სტილის ნაზავია. მოგვიანებით სასახლე ბაროკოს სტილში შეცვალეს, რაც მისიონერი იეზუიტების დამსახურებაა.[1]
1979 წელს ფასილ-გების ციხესიმაგრე შეიტანეს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში.
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
სქოლიო [რედაქტირება]
- ↑ Fasil Ghebbi, Gondar Region. UNESCO World Heritage Centre. წაკითხვის თარიღი: 2010-01-09.
| მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 19 რუს. • ინგლ. • ფრ. |
|
|||||||