ფარფლწითელა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ფარფლწითელა

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
რიგი:  კობრისნაირნი
ოჯახი:  კობრისებრნი
სახეობა:  ფარფლწითელა
ლათინური სახელი
Scardinius erythrophthalmus
დაცვის სტატუსი
საჭიროებს ზრუნვას
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ
IUCN 3.1 Least Concern : 19946

ფარფლწითელა (ლათ. Scardinius erythrophthalmus) — მტკნარი წყლის თევზი კობრისებრთა ოჯახისა. მისი სხეულის სიგრძე 36 სმ-ს, მასა — 1 კგ აღწევს. აქვს მაღალი, გვერდებიდან შებრტყელებული სხეული, წითელი ფარფლები. გავრცელებულია ევროპასა და აზიაში. საქართველოში გვხვდება დასავლეთ საქართველოს წყალმცენარეებით მდიდარ მტკნარ წყლებში, სადაც სიმცირის გამო სარეწაო მნიშვნელობა არ აქვს. მისი სარეწაო მოპოვება ხდება ვოლგა-კასპიის რაიონში, დნეპრის დელტაში, შუა აზიაში და სხვ. იყენებენ ნედლს, დამარილებულს და შებოლილს. ხელოვნურად არის შეყვანილი: ირლანდიაში, ნორვეგიაში, ესპანეთში, მაროკოში, ტუნისში, მადაგასკარში, ახალ ზელანდიაში, აშშ-ში, კანადაში. ცოცხლობს 10 წლამდე.[1] ახალ ზელანდიაში ფარფლწითელა უკანონოდ შეიყვანეს 1960-იან წლებში და ფართოდ გავრცელდა მთელი ქვეყნის ფარგლებში. აქ იგი მიჩნეულია მავნე თევზად, რადგან ანადგურებს სხვა ჯიშის თევზებს,[1] აგრეთვე ადგილობრივ ეკოსისტემას.[2]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 ფარფლწითელა – დახასიათება
  2. Chadderton, W. Lindsay. Management of invasive freshwater fish: striking the right balance!. Department of Conservation. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2 მარტი 2012. ციტირების თარიღი: 10 May 2010.