ფარსანგი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ფარსანგი (საშუალო სპარსული ფარსანგ < ძველი სპარსული — პარასანგა) — მანძილის საზომი ერთეული აქემენიდთა და სასანიანთა ირანში; მანძილი, რომელიც შეეძლო დაეფარა მხედარს ან ქვეითს 1 საათში. განასხვავებენ მხედრის ფარსანგს (5,94 კმ) და ქვეითის ფარსანგს (4 კმ). ეს უკანასკნელი VI საუკუნეში საქართველოშიც იხმარებოდა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]