ფარნაოზ ლაპიაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ფარნაოზ გიორგის ძე ლაპიაშვილი (დ. 9 მაისი, 1917, სოფ. მირზაანი, ახლანდელი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი — გ. 25 ივლისი, 1994, თბილისი) — ქართველი თეატრალური მხატვარი, საქართველოს სახლახო მხატვარი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1941 წელს დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია და მთელი თავისი ნაყოფიერი შემოქმედება დაუკავშირა ქართულ სასცენო ხელოვნებას. გაფორმებული აქვს მრავალი დრამატული, საოპერო, საბალეტო, მუსიკალური სპექტაკლები, რამდენიმე კინოფილმი. ყოველივე მათგანი ცალკე დიდი თემაა მხატვრის შემოქმედებაში: ლევან გოთუას „დავით აღმაშენებელი“, მ. მრევლიშვილის „ბარათაშვილი“, სოფოკლეს „ოიდიპოს მეფე“ და „ანტიგონე“, დ. გაჩეჩილაძის „ბახტრიონი“, გ. ნახუცვრიშვილის „ფიროსმანი“, ბ. ნუშიჩის „ფილოსოფიის დირექტორი“, ბრეხტის „სამგროშიანი ოპერა“, პ. კაკაბაძის „ყვარყვარე თუთაბერი“, კასონას „ხეები ზეზეულად კვდებიან“, შილერის „დონ კარლოსი“, ვაჟა-ფშაველას „მოკვეთილი“, ვერდის „ოტელო“, მინკუსის „დონ კიხოტი“, ო. თაქთაქიშვილის „მინდია“ და მრავალი სხვა. კინოფილმები „ქეთო და კოტე“, „ცისკარა“, „რაც გინახავს ვეღარ ნახავ“. სულ მას გაფორმებული აქვს 100-ზე მეტი სპექტაკლი თბილისის, სოხუმის, ქუთაისის, მესხეთის, აგრეთვე სანქტ-პეტერბურგის, კიევის, კიშინოვისა და ყოფილი საბჭოთა კავშირის სხვა ქალაქების სცენებზე.

აღნიშვნის ღირისა მისი როგორც პროფესორის პედაგოგიური მოღვაწეობა, რომელსაც იგი 1960 წლიდან თბილისის სამხატვრო აკადემიის თეატრალურ ფერწერის სახელოსნოში ეწეოდა.

ფარნაოზ ლაპიაშვილის მიერ მიღებული სახელმწიფო ჯილდოები, საპატიო სიგელები და დიპლომები:

  1. 1951 — საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის წოდება.
  2. 1951 — საბჭოთა კავშირის სახელმწიფო პრემია (დ. თორაძის ბალეტ „გორდას“ მხატვრობისათვის).
  3. 1957 — ახალგაზდობისა და სტუდენტთა საერთაშორისო ფესტივალის ლაურეატეს წოდება.
  4. 1957 — ამიერკავკასიის I “თეატრალური გაზაფხულ’’-ის ორგკომიტეტის სიგელი.
  5. 1957 — სსრკ კულტურის სამინისტროს მადლობის სიგელი.
  6. 1957 — საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელი.
  7. 1958 — ბრიუსელის(ბელგია) საერთაშორისო გამოფენაზე- ბრინჯაოს მედალი.
  8. 1958 — შრომის წითელი დროშის ორდენი.
  9. 1962 — აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისუმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელი.
  10. 1964 — მოლდავეთის სსრ კულტურის სამინისტროს საპატიო სიგელი.
  11. 1965 — უკრაინის სსრ კულტურის სამინისტროს I ხარისხის დიპლომი.
  12. 1966 — მედალი “შრომითი მამაცობისათვის’’
  13. 1967 — საქართველოს სახალხო მხატვრის წოდება.
  14. 1978 — საქართველოს მხატვართა კავშირის მედალი ‘’ წლის საუკეთესო ნამუშევრისათვის”
  15. 1976 — შრომის წითელი დროშის ორდენი.
  16. 1987 — საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელი.

დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 230, თბ., 1994
  • გ. კალანდია, „ქართველი მხატვრები და თბილისი“, თბ., 2014, გვ. 102