ფარაონის ძაღლი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ფარაონის ძაღლი
წარმოშობის ქვეყანა მალტა
თვისებები
წონა მამრი 23-25 კგ.
მდედრი 20-25 კგ.
სიმაღლე მამრი 58-64 სმ.
მდედრი 53-58 სმ.
ბეწვი ჟღალი
სიცოცხლის
ხანგრძლივობა
12-14 წელი
ძაღლი (Canis lupus familiaris)

ფარაონის ძაღლი (იტალ. Pharaon hound) — ძაღლის ჯიში, რომელიც გამოყვანილია მალტაში უძველეს ხანაში.

ელეგანტური, არისტოკრატიული ფარაონის ძაღლი, შესაძლოა იმ პატარა მგლის შთამომავალია, რომელიც არავიის ნახევარკუნძულზე იყო გავრცელებული. დაახლოებით 2000 წლის წინ ფინიკიელმა ვაჭრებმა ეს ძაღლი ჩაიყვანეს მალტის და გოცოს კუნძულებზე, სადაც ჯიში სუფთა სახით შენარჩუნდა. არქეოლოგიური გათხრებისას აღმოჩენილი ჩონჩხის ნარჩენებით შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ჯერ კიდევ 5000 წლის წინ ფარაონის ძაღლის მსგავსი მონადირე ძაღლები არსებობდნენ შუა აღმოსავლეთში. ორი ფარაონის ძაღლი გამოსახულია დისკოზე, რომელიც ძვ.წ. 4000 წლით თარიღდება, ამ ძაღლების გამოსახულებები გვხვდება ასევე, ეგვიპტელი ფარაონების სამარხებზეც. დაახლოებით 2000 წლის წინ, ფარაონის ძაღლი ევროპაში მოხვდა. ეს ჯიში განსაკუთრებულად სუფთა სახით შენარჩუნდა იზოლირებულ ადგილებში, როგორიცაა მალტა და ბალეარის კუნძულები, ასევე სიცილიაზე, საფრანგეთსა და იტალიაში.

ნადირობისას ის იყენებს მხედველობას, სმენას და ყნოსვას. აქვს გრძელი დრუნჩი, საკმაოდ გრძელი, ბოლოსკენ შევიწროებული კუდი, ძლიერი, დაკუნთული თეძოები, ელეგანტური, გრძელი, დაკუნთული კისერი, საშუალო ზომის, მოძრავი ყურები, ოვალური თვალები, მოკლე, მბზინავი, უხეში ბალანი, რომელსაც თითქმის არ სჭირდება მოვლა. ადვილად ეგუება სიცხეს, ვერ ეგუება ქალაქის პირობებში ცხოვრებას, ძნელად იწვრთნება, სჭირდება დამატებითი ფიზიკური დატვირთვა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: