ფარავანი (ტბა)
| ფარავნის ტბა | |
|---|---|
| კოორდინატები:
/ |
|
| მდებარეობა | |
| სიმაღლე ზღვის დონიდან | 2073 მ |
| ფართობი | 37,5 კმ² |
| მოცულობა | 91 კმ³ |
| მაქსიმალური სიღრმე | 3,3 მ |
| საშუალო სიღრმე | 2,2 მ |
| აუზის ფართობი | 234 კმ² |
| გამომდინარე მდინარე | ფარავანი |
ფარავანი — ვულკანურ-ტექტონიკური ტიპის ტბა სამხრეთ საქართველოში (ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი). გაწოლილია აბულ-სამსარისა და ჯავახეთის ქედებს შორის მდებარე ქვაბულში, ზღვის დონიდან 2073 მ სიმაღლეზე. ფარავნის ტბის სარკის ფართობია 37,5 კმ², ჩამდინარე წყლების არეთი 234 კმ². ტბის მაქსიმალური სიღრმეა 3,3 მ, საშუალო 2,2, მ. წყლის მოცულობა 91 მილიონი კუბური მეტრი. წყლის დონე ყველაზე დაბალია ოქტომბერ-ნოემბერში, ყველაზე მაღალი მაის-ივნისში. ტბა გაყინულია ზამთარში, ყინულის სისქე ირყევა 47-73 სმ შორის. საზრდოობს მიწისქვეშა, თოვლისა და წვიმის წყლით.
ერთვის მცირე მდინარეები : შაორი, საბადოსწყალი, როდიონოვსკისწყალი და რამდენიმე პერიოდული ნაკადი. ტბის სამხრეთ ნაწილიდან სათავეს იღებს მდინარე ფარავანი, რომელიც მტკვარს უერთდება მარჯვენა მხრიდან. ტბა პოპულარულია მეთევზეთათვის. წყალი მტკნარია (80 მგ/ლ). მდიდარია თევზით (ხრამული, კალმახი, ნაფოტა, კობრი, ჭაფალა და სხვ.).
ფარავნის ტბის ირგვლივ გაშენებულია სოფლები: ფოკა, ვლადიმიროვკა, ტამბოვკა, როდიონოვკა და ასფარა.
გალერეა [რედაქტირება]
ლიტერატურა [რედაქტირება]
- აფხაზავა ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, გვ. 221, თბ., 1986 წელი.

