ფანტასტიკური ოთხეული

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ფანტასტიკური ოთხეული
FF509.jpg
რიდ რიჩარდსი, სიუზი შტორმი, ჯონი შტორმი, ბენ გრიმი - ფანტასტიკური ოთხეულის გუნდი.
ისტორია
გამომცემელი მარველის კომიქსები
დებიუტი The Fantastic Four #1 (1961 წლის ნოემბერი)
ავტორ(ებ)ი სტენ ლი და ჯეკ კირბი
დახასიათება

ფანტასტიკური ოთხეული (ინგ. Fantastic Four) სუპერგმირების გუნდი, რომელიც ცნობილია კომპანია მარველის კომიქსების წიგნებიდან. მისი შემქმნელები არიან სტენ ლი და ჯეკ კირბი. დებიუტი შედგა კომიქსში Fantastic Four #1, 1961 წელს. კომიქსი კოსმოსში რადიაციით დასხივებულ კოსმონავტებზე მოგვითხრობს. სწავლული რიდ რიჩარდსი, მისი ცოლი სიუ შტორმი, მისი ძმა ჯონი შტორმი და რიჩარდის ბავშვობის მეგობარი ბენ გრიმი ანომალიური ტალღების საძებრად კოსმოსური ხომალდით კოსმოსში გაფრინდნენ. იქიდან დაბრუნებულებმა კი საოცარი ძალები შეიძინეს.

გუნდის წევრები[რედაქტირება]

რიდ რიჩარდსი[რედაქტირება]

რიდ რიჩარდსი --- (გუნდის ხელმძღვანელი) რეზინის მსგავსად შეუძლია განიცადოს დეფორმირება და გაიწელოს.

სიუზი შტორმი[რედაქტირება]

სიუზი შტორმი --- მაგნიტური ძალების მართვის უნარი. ამ ძალების გამოყენებით შეუძლია იფრინოს ან უჩინარი გახდეს, ხოლო საჭიროების შემთხვევაში მაგნიტური ძალით დაარტყას საგანს

ჯონი შტორმი[რედაქტირება]

ჯონი შტორმი --- განსაკუთრებულ შემთხვევებში ცეცხლის ალში ეხვევა და ამის წყალობით შეუძლია იფრინოს დიდი სიჩქარით ან თავად წარმოქმნას ცეცხლის ალი და გამოუშვას ისინი ხელებიდან.

ბენ გრიმი[რედაქტირება]

ბენ გრიმი — ყველა კოსმონავტმა საოცარი ძალა მიიღო მაგრამ ბენ გრიმს საოცარ ძალასთან ერთად დიდი სიმახინჯეც ერგო, იგი ქვისსახიან ურჩხულად იქცა რომელიც ასეთი დიდი ტრავმის შემდეგ მაინც განაგრძობს ბრძოლას თავის მეგობრებთან ერთად ბოროტების წინააღმდეგ.

კომიქსებში ფანტასტიკური ოთხეულის მთავარი მტერია დოქტორი დუმი, რომელსაც საშინლად სძულს ფანტასტიკური ოთხეული.