ფანდის ყურე
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
ფანდის ყურე (ფრანგ. Baie de Fundy) მდებარეობს ატლანტის ოკეანეში, ჩრდილოეთ ამერიკის სანაპირო ზოლში, სამხრეთით არის მენის ყურე. ფანდის ყურეში მოქცეულია კანადური ორი პროვინცია ახალი შოტლანდია და ნიუ-ბრანსუიკი, ხოლო ყურის სამხრეთული ნაწილი აშშ-ის შტატის მენის სანაპირო ზოლია. ზოგი წყაროს მტკიცებით სახელი „ფანდი“ ფრანგული სიტყა „ფენდამიდან“ მომდინარეობს და ის „გაყოფილს“ ნიშნავს,[1] სხვა მოსაზრებით ეს სიტყვა პორტუგალიური "ფონდოდან" მომდინარეობს.[2].
ყურის სიგრძე დაახლოებით 300 კილომეტრია, ხოლო სიგანე 90 კმ. ფანდის ყურის საშუალო სიღრმე 214 მეტრია. ყურის გარშემო არსებული ყველაზე დიდი პორტია — სენტ-ჯონი (ნიუ-ბრანსუიკი).
ფანდის ყურეში მრავალი მდინარე ჩაედინება, მათგან ყველაზე მნიშვნელოვანია სენტ-კრუა და სენტ-ჯონი.
სქოლიო [რედაქტირება]
- ↑ Canadian Encyclopedia.
- ↑ Slocum, Victor (1950). Capt. Joshua Slocum. New York: Sheridan House, 27–28 გვ.. ISBN 0-924486-52-X.
სტატიის 